Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ტრენინგები ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მონაცემთა გაცვლის სააგენტო საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის აცხადებს შემდეგ ტრენინგ კურსებს:

1. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, დანერგვა და აუდიტი ორგანიზაციაში.

კურსის მიზანი:

ორგანიზაციის პერსონალს გამოუმუშავდეს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებთან შესაბამისი მოპყრობის უნარ-ჩვევები, განუმარტოს ინფორმაციული უსაფრთხოების დონეები, გააცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პრინციპები და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემები.

კურსი განკუთვნილია:

ორგანიზაციის ზედა და საშუალო მენეჯმენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის. ტრენინგ-კურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში მიმდინარე წლის 25 -29 ივნისს.

ტრენინგზე დასწრება უფასოა.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნოთ CV მიმდინარე წლის 20 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: tgvenetadze@dea.gov.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ სასურველი კურსის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 2 915 140

2. კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება.

კურსის მიზანი:

ორგანიზაციის პერსონალს მისცეს საბაზისო ცოდნა ინფორმაციული და კომპიუტერული ინციდენტების შესახებ, რათა მათ შეძლონ ინციდენტების დროულად იდენტიფიცირება, პირველადი კლასიფიცირება, სწრაფი რეაგირების გატარება და cert.gov.ge-თვის ინციდენტის სრულყოფილად მოწოდება. ტრენინგის დროს მსმენელები, ასევე, გაეცნობიან cert-ების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ქსელის მონიტორინგის ინსტრუმენტებს.

კურსი განკუთვნილია:

ორგანიზაციის IT პერსონალისთვის, კომპიუტერულ ინციდენტებზე პასუხისმგებელი პირებისთვის ან ორგანიზაციის რისკების მართვაში დასაქმებული შუა და მაღალი დონის მენეჯერებისთვის.

ტრენინგ-კურსი ჩატარდება იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში მიმდინარე წლის 25-27 ივნისს

ტრენინგზე დასწრება უფასოა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV-ები მიმდინარე წლის 20 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: tgvenetadze@dea.gov.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ სასურველი კურსის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდგე ტელეფონის ნომერზე: 2 915 140

წყარო: http://www.jobs.ge/45384/