Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქუთაისის უნივერსიტეტში უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა

ქუთაისის უნივერსიტეტში უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა -
QutaisiLaboratoria%20-%2020.6.12
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში მეორე SALiS-ის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა. რამდენიმე თვის წინ ანალოგიური ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა.
საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ გახსნა. ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება. მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიაში მუშაობა არა მარტო სტუდენტებისთვის არამედ, მოსწავლეებისთვისაც იქნება შესაძლებელი და ეს საბუნებისმეტყველო საგნების პრაქტიკულ სწავლებას შეუწყობს ხელს.
ახალი ლაბორატორია TEMPUS -ის პროექტის ”სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში” (SALiS) ფარგლებში შეიქმნა და  მიზანად ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და სასწავლო პროცესში ექსპერიმენტული სწავლების მეთოდების ჩართვას.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]