Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მემკვიდრეობა - Google-ი Cinecittà-ს 30000-ზე მეტ საარქივე მასალას აქვეყნებს ინტერნეტში

ინტერნეტში ნელსონ მენდელას პირადი არქივების გამოქვეყნების შემდეგ Google-მა განაგრძო თავისი საქმიანობა ისტორიის დიგიტიზაციის დარგში. ამჯერად "Luce Cinecittà"-ს ინსტიტუტის (იტალიის კინოსტუდია-კომპლექსი) ფონდები გახდა ხელმისაწვდომი Youtube-ზე გამოყოფილი არხის მეშვეობით. ამგვარად, იტალიის ამ სამსახურის მიერ დაცული 30000-ზე მეტი საარქივე მასალა გახდება ხელმისაწვდომი ინტერნეტ მომხმარებელთათვის.

ეს ისტორიული პარტნიორობა საშუალებას მისცემს ფართო პუბლიკას, შეძლოს იტალიის კინოს ცნობილი სცენების და ისეთი განუმეორებელი მსახიობების ხილვა, როგორიცაა სოფი ლორენი, რომელმაც 1954 წელს ითამაშა მაცდური "pizzaiola" ვიტორიო დე სიკას „ნეაპოლის ოქრო“-ში (l'Oro di Napoli) და 50-იან წლებში „მსოფლიოს ულამაზეს ქალად“ აღიარებული მომღერალი ჯინა ლოლობრიჯიდა.

Google-ი ირწმუნება, რომ ეს შემდგომი ეტაპია იმისათვის, რომ „Web-ისაგან მსოფლიოს სარკე შეიქმნას“ ნელსონ მენდელას არქივების, მკვდარი ზღვის ხელნაწერების 30000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშისა თუ იად ვაშემის 130000 სურათის ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: