Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ -
olimp%20-%2011.7.12
11.07.2012
საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკისა და ბიოლოგიის ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადებზე გაემგზავრა. მოსწავლეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გააცილა.
მათემატიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადა არგენტინაში, მარდელ-პლატაში, ხოლო ბიოლოგიის 23-ე ოლიმპიადა სინგაპურში გაიმართება. მონაწილე გუნდებს როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული ამოცანების ამოხსნა მოუწევთ.
საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად ოლიმპიადებზე მწვრთნელებიც გაემგზავრნენ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობასა და ქართველი მოსწავლეებისთვის ამოცანების თარგმნაში.
2012 წლის ოლიმპიადებში საქართველოს სახელით 19 მოსწავლისგან დაკომპლექტებული 4 გუნდი იასპარეზებს. ყველა მათგანმა უკვე გაიარა საერთაშორისო კომიტეტების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი ერთთვიანი სპეციალური მომზადება.
საერთაშორისო ოლიმპიადა 2012-სთვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადება შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო. მათემატიკოსებისა და ბიოლოგების გარდა, საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში ფიზიკისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდებიც იასპარეზებს. ისინი ესტონეთსა და იტალიაში ივლისსა და სექტემბერში გაემგზავრებიან.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]