Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლეონარდო და ვინჩი ლონდონში

c1464f4e8ba9

 

4 წელია ლონდონის ნაციონალური გალერეა ლეონარდო და ვინჩის გამოფენისთვის ემზადება. ბრიტანული პრესის ინფორმაციით ექსპოზიცია 2011 წლის ნოემბერში გაიხსნება და რეკორდს მოხსნის და ვინჩის ნამუშევრების სიმრავლის თვალსაზრისით. გამოფენის კურატორები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს როგორც ლუვრთან, ისე ერმიტაჟთან. როგორც ცნობილია, პეტერბურგში ინახება "მადონა ბენუა" და "მადონა ლიტა". სავარაუდოდ, სწორედ ეს ნამუშევრები გამოიფინება ლონდონში, რადგან ლონდონურ ექსპოზიციაში, ლეონარდო და ვინჩის მილანურ პერიოდსა და მხატვრის ბიოგრაფიაში ლუდოვიკო სფორცას არსებობის ეტაპს მიექცევა დიდი ყურადღება. ასევე ცნობილია რომ ერთ ნამუშევარს ლონდონს ვატიკანის მუზეუმიც გაუგზავნის, სავარაუდოდ ეს იქნება დაუსრულებელი - „წმინდა იერონიმე უდაბნოში“. რაც შეეხება ლუვრს, იქ და ვინჩის 6 სურათი ინახება. რომელი და რამდენი მათგანი გაემგზავრება ბრიტანეთში ჯერ ცნობილი არ არის.
თავად ნაციონალურ მუზეუმსაც აქვს და ვინჩის ორი ნამუშევარი - გვიანი "მადონა გამოქვაბულში", რომელსაც არც ისე, დიდი ხანია, რაც რესტავრაცია ჩაუტარდა და "წმინდა ანა მარიამთან, ჩვილ ქრისტესთან და იოანე ნათლისმცემელთან ერთად". გამოფენა ლონდონის ნაციონალურ გალერეაში მომავალი წლის 9 ოქტომბერს გაიხსნება და 2012 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ფერწერის გარდა წარმოდგენილი იქნება ლეონარდო და ვინჩის ჩანახატებიც.