Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ხუთივე წევრი დაჯილდოვდა

ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ხუთივე წევრი დაჯილდოვდა -
OLIMPIADA
საქართველოს მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები გუნდი საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნაკრების წევრებსა და მწვრთნელთა შემადგენლობას დღეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დახვდა.
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ფიზიკის 43-ე ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის ხუთივე წევრი დაჯილდოვდა. ოლიმპიადაში, რომელშიც მსოფლიოს 86 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოს წარგზავნილებმა ოთხი ბრინჯაოს მედლისა და ერთი სიგელის მოპოვება შეძლეს.

2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სკოლების 19 მოსწავლისაგან დაკომპლექტებული ოთხი ნაკრები მონაწილეობს. მათემატიკისა და ბიოლოგიის გუნდები არგენტინიდან და სინგაპურიდან ერთი ბრინჯაოსა და ოთხი საპატიო სიგელით უკვე დაბრუნდნენ. ინფორმატიკის ნაკრები კი იტალიაში დაგეგმილ ოლიმპიადაზე სექტემბერში გაემგზავრება.

ნაკრები გუნდების შერჩევა-მომზადება და ოლიმპიადებზე გამგზავრება შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო. გუნდების ყველა წევრმა საერთაშორისო კომიტეტების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი ერთთვიანი სპეციალური მომზადების კურსი გაიარა. 
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]