Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

იაპონური კინოს ფესტივალი

იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების მე-20 წლისთავი


იაპონური კინოს ფესტივალი



თარიღი: 3 აგვისტო (პარასკევი) 19:00

ადგილი: რუსთაველის კინოთეატრი

რუსთაველის გამზირი 5


* დასწრება თავისუფალია.

** კინო ფესტივალი გაგრძელდება 5 აგვისტომდე.



● მოგზაურობა ჰარუსთან ერთად (2010; 134 წუთი)

რეჟისორი: მასაჰირო კობაიაში

ენა: იაპონური

სუბტიტრები: ინგლისური, ქართული


შინაარსი:

ტადაომ მთელი ცხოვრება გაატარა წყნარი ოკეანის ქაშაყის თევზაობაში. მას შემდეგ, რაც ტადაოს ერთადერთმა ქალიშვილმა თავი მოიკლა, ის თავის შვილიშვილ ჰარუსთან ერთად ცხოვრობს. სკოლა, სადაც ჰარუ დიეტოლოგად მუშაობს, იხურება. ჰარუ იღებს გადაწყვეტილებას წავიდეს ქალაქში სამუშაოს მოსაძებნად. ბაბუას ამიერიდან რომელიმე ნათესავმა უნდა მოუაროს. .. ტადაო ბრაზობს, მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ აქვს და ჰარუსთან ერთად მიემგზავრება ნათესავების მოსანახულებლად.

"მოგზაურობა ჰარუსთან ერთად" გადაღებულია მიაგის პრეფექტურაში, სადაც 2011 წლის 11 მარტს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ფილმი ამ ტრაგედიამდეა გადაღებული, მაგრამ ფილმში წამოწეული ხანდაზმულთა პრობლემების თემა ბევრ რამეზე ჩაგვაფიქრებს.



● კვარტეტი! (2012; 118 წუთი)

რეჟისორი: ჯუნიჩი მიმურა

ენა: იაპონური

სუბტიტრები: ინგლისური, ქართული


შინაარსი:

ფილმი ეძღვნება ქ. ურაიასუს 30–ე წლისთავს.

კაი ნაგაე, საშუალო სკოლის მოსწავლე, ცხოვრობს ურაიასუში მშობლებთან და უფროსს დასთან ერთად. ის პერსპექტიული მევიოლინეა. იყო დრო, როდესაც ოჯახი ერთად უკრავდა კლასიკურ მუსიკას, მაგრამ ამჟამად ისინი ნაკლებად ზრუნავენ ერთმანეთზე და მით უფრო მუსიკაზე...და ამ დროს, კაი გადაწყვეტილებას იღებს ჩამოაყალიბოს ოჯახური მუსიკალური კვარტეტი.

კვარტეტი! ნახევრად იყო გადაღებული, როდესაც იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 2011 წლის 11 მარტს. ასობით მოხალისე თავს არ ზოგავდა, რომ ფილმი მალე დასრულებულიყო.




* * * * * * * *


ფილმების ჩვენების განრიგი

3 აგვისტო (პარასკევი) 19:00 მოგზაურობა ჰარუსთან ერთად
4 აგვისტო (შაბათი)

16:00 კვარტეტი!

18:00 მოგზაურობა ჰარუსთან ერთად

5 აგვისტო (კვირა)

16:00 კვარტეტი!

18:00 მოგზაურობა ჰარუსთან ერთად