Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ორჰან ფამუქი – “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”

ორჰან ფამუქი – “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” -


სტამბოლზე არ მიფიქრია  „მე წითელი მქვიას“  კითხვის დროს, არც მაშინ „მამაჩემის ჩემოდანზე“ გული რომ ამიჩუყდა, მერე „უმანკოების მუზეუმში“ მომინდა, ქალაქი ისევ არ გამხსენებია. ახლა „სტამბოლი“ დავამთავრე და სტამბოლში გასაფრენი ბილეთების ყიდვას ვაპირებ.

ამდენ ხანს წიგნი არასდროს წამიკითხავს და გული მწყდება, რომ შუაში ერთ თვიანი პაუზა გამომივიდა. თქვენ მაქსიმუმ ერთი კვირა დაგჭირდებათ. აქადე  ერთ ქალაქისთვისაც არ დამითმია ამდენი დრო და არც ამხელა წიგნი მინახავს, თანაც ასე კარგად საკითხავი.

ფამუქის მოგონებები, განცდები თუ ისტორიები ყველაფერი მხოლოდ სტამბოლურ ჭრილშია. არ ვიცი, იქ ჩასულები რამდენად ამჩნევენ ამ ქალაქის სევდას, ფამუქს თუ დავუჯერებთ, სტამბოლი სევდიანი ქალაქია სევდიანი ხალხით

„ყველაფერი მათ გვერდით მცხოვრები მილიონობით ადამიანის გულში დაცემული იმპერიის სიდიადის სევდას ბადებს“

იქაურობას კი თან სდევს „სევდა, რომელსაც ჩვენ, სტაბოლელები სიამაყით ვატარებთ და ყველანი ერთად, შეთქმულებივით განვიცდით“.

„სევდა გახდა ყველა ცხოვრებისეული დანაკლისისი მიზეზი“.

სტამბოლი იქ ჩასულთათვის აი სოფიაა, ბოსფორია, იქაური ბაზარია, ტაქსიმის მოედანია და მათ მიღმა ადამიანთა სევდის დანახვა ბევრს უჭირს. საერთოდ  მთელი წიგნი იმის მცდელობაა, რომ სტამბოლში ყოფნისას ფასადებს მიღმა ადამიანთა რეალურად დანახვა შეძლო.

დაახლოებით ამ მიზანს ემსახურება  ფამუქის შეხედულება ოჯახთან დაკავშირებით.

„ოჯახი, ჩემი აზრით, იყო ხალხის  ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდეს; უნდათ ვიღაცას სჯეროდეს, რომ ვიღაცას ისინი უყვარს“.

აქ მე და ფამუქი ვერ ვთანხმდებით.

ამის მერე სხვადასხვა მოგზაურის ჩანაწერების ანალიზს აკეთებს – შინაგანი ხმა მეუბნება, შენც შენი ქალაქის სილმაზეს აზვიადებო, რომ თავს საკუთარი ცხოვრების უარყოფითი მხარეები დაუმალოო. ფამუქს თუ დავუჯერებთ, თუ ქალაქი ლამაზად და არაჩვეულებრივად გეჩვენება, ესე იგი ჩვენი ცხოვრებაც ასეთია.

“იმიტომ მიყვარს ცივი ზამთრის საღამოების სიბნელე რომ ის უცხო დასავლური მზერისგან გვიფარავს , მალავს ჩვენი ქალაქის სიღარიბეს, რომლისაც გვრცხვენია”

ორჰან ფამუქი

ის ეპიზოდი მომწონს წინა საუკუნის პრესიდან ამონარიდები რომაა და იმდროინდელი სტამბოლელების ხასიათს რომ აჩვენებს. აი თუნდაც ეს:

„ძალიან ბევრი ისე დადის ქუჩაში რომ ყურადღებას არაფერს აქცევს. ხალხი გამუდმებით ეჯახება ერთმანეთს დაბლა ყრის ტრავმაის ბილეთებს, ნაყინის ქაღალდებსა და სიმინდის ტაროებს“.

ფამუქი რომ ხატავდა პირველად ამ წიგნიდან გავიგე, თანაც ისე სერიოზულად, რომ მის გამო არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლა შეწყვიტა. ჰოდა ბოლოს მწერალი გამოვიდა.


[საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]