Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ვენერა, ორსახიანი კატა გამოცანად რჩება

venus-la-chatte-a-deux-visages-devenue-star-du-web-credits-facebook-venus-s-page-amazing-chimera-cat_52800_w250
სამი წლის კატა ვენერა ნამდვილი ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა თავისი გასაოცარი ინდივიდუალურობის გამო: მას ორმაგი სახე აქვს. მართალია, სპეციალისტები ჩაუღრმავდნენ ამ საკითხს, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით ისევ უცნობია.
და მშვენიერი გვერდები აქვს ინტერნეტზე, აქ ყველაფერი მას ეძღვნება და წარმატებაც არ აკლია. Youtube-ზე ერთი მილიონი მომხმარებელი სტუმრობს. ფენომენი აღარ გაოცებს, როცა ამ ცხოველს ხედავ, განსაკუთრებით კი - მის სახეს. არ გეგონოთ რაიმე ეშმაკობა, ვენერას ორმაგი სახე აქვს, ერთი ყავისფერი მწვანე თვალით, მეორე კი - ოქროსფერი ცისფერი თვალით, და ისინი ერთმანეთისაგან ზუსტად შუაშია გამიჯნული.

როგორ მოხდა, რომ კატა ასეთი დაიბადა? ეს საკითხი  არაერთ სპეციალისტს აწუხებს, მათ შორისაა ლესლი ლიონიც, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც შინაური კატების გენეტიკას სწავლობს და არ მალავს, რომ ასეთი სპეციმენი არასოდეს უნახავს. „ეს უკიდურესი, უკიდურესი იშვიათობაა, მაგრამ მისი ახსნა და გაგება შესაძლებელია“, აცხადებს National Geographic-თან აღნიშნული სპეციალისტი. მართლაც, შეიძლება მოიძებნოს კავშირი კატის „ქიმერობასთან“. მითოლოგიაში ეს სიტყვა აღნიშნავს ქმნილებას, რომელიც სხვადასხვა ცხოველის სხვადასხვა ნაწილისაგან შედგება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ახალ გენეტიკასთან უნდა გვქონდეს.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/