Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ყველაზე ძლიერი ციფრული აპარატი ბნელი ენერგიის ძიებაში

აგერ უკვე რვა მილიარდი წელია, შორეული გალაქტიკების სინათლე დედამიწისაკენ მოემართება. ვარსკვლავების ძველმა სინათლემ ახლა ჩილეს მთებისაკენ გაიკვლია გზა, სადაც ახალაშენებული « Dark Energy Camera » ცის კარტოგრაფირებას ახდენს.

1349270065-37

ეს სინათლე თავის წიაღში შეიძლება მოიცავდეს პასუხს ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდუმალების შესახებ: „რატომ ჩქარდება სამყაროს გაფართოება?"

სამი კონტინენტის მეცნიერების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მიერ რვაწლიანი დაგეგმვისა და მშენებლობის შემდეგ გადაღებულია 570 მეგაპიქსელის პირველო ფოტოები სამხრეთის ცაზე.

1349270135-49

 „სინათლის პირველი სხივების გავლა « Dark Energy »-ზე ახალ ერას ხსნის კოსმოსური საზღვრის კვლევის დარგში“, განაცხადა ჯეიმს სიგრისტმა (James Siegrist), ენერგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა დირექტორმა. „ამ კვლევის შედეგებით ჩვენ მზად ვართ, გავიგოთ ბნელი ენერგიის საიდუმლოება და ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას სამყაროსათვის“.

1349270171-16

«  Dark Energy » ილინოისის ამერიკის ენერგიის დეპარტამენტში აშენდა და ჩილეში ვიქტორ . ბლანკოს ტელესკოპზე აღიმართა. ამ აპარატით ასტრონომები და ფიზიკოსები შავი ენერგიის საიდუმლოსა და იმ ძალას გამოიკვლევენ, რომელიც, მათი აზრით, სამყაროს უფრო და უფრო სწრაფ გაფართოებას იწვევს.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/4736/le-plus-puissant-appareil-photo-numerique-a-la-recherche-de-l-energie-sombre/