Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ვორქ–შოფი – „თანამედროვე ხელოვნების პრობლემები და ინიციატივები“

   
მიმდინრე წლის 8, 9 და 10 ოქტომბერს, თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა „ვორქ–შოფი“ (ვორქშოფი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: პარტნიორობა და სამუშაო ქსელის შექმნა, იმის მიხედვოთ, თუ თანამშრომლობის რა მოდელები არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებისათვის) თანამედროვე ხელოვნების პრობლემებისა და ინიციატივების შესახებ. სემინარს ესწრებოდნენ: საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, სერბეთის, მაკედონიის, გერმანიისა და ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარები მოიცავდა სხვადასხვა თემას:

I დღე

დაეთმო თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პრობლემების გაცნობას.
პრობლემები დაიყო თემატურად: განათლება, ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, კინოხელოვნება, ლიტერატურა. დელეგაციები დაიყო ჯგუფებად ინტერესის სფეროების გათვლისწინებით. თემების მიხედვით ჯგუფებში მოეწყო პოლემიკა და მოხდა შეხედულებების გაზიარება იმ საკითხებთან დკავშირებით, თუ რა აქტივები და რესურსები გააჩნია ამა თუ იმ ქვეყანას.

II დღე

სემინარის ნაწილი დაეთმო ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან სკითხებს. ბიბლიოთეკის პრობლემებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. მოხდა გასათვალისწინებელი პრობლემების სისტემატიკა. ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა შედეგიანი კონსულტაციები გაიარეს სემინარის ხელმძღვნელებთან.

III დღე

დაეთმო ტრენირების კურსს, სადაც მოხდა ჩამოსული სტუმრების მიერ გამოცდილების გზიარება, ბიბლიოთეკის პოპულარიზაციისათვის ძირითადი საკითხების განხილვა. ამასთან დკავშირებით, ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა მიიღეს საინტერესო რჩევები. დღის ბოლოს სტუმრებმა გადაინაცვლეს ეროვნული ბიბლიოთეკის სამზარეულოში, სადაც მოხდა ნაციონალური კერძების მომზადება და პრეზენტაცია.



ორგანიზატორები:

ფონდი „Trans Culture” (პოლონეთი)
კულტურის ვორქშოფები ლუბლინში (პოლონეთი)

პარტნიორები:
GeoAIR (საქართველო)
Suburb Cultural Centre (სომხეთი)
United Artits’ Club (აზერბაიჯანი)
„Lohvinau“ საგამომცემლო სახლი (ბელორუსია)
“Oberliht” ახალგაზრდა ხელოვენთა ასოციაცია (მოლდოვა)
"Dzyga" სახელოვნებო ასოციაცია (უკრაინა)