Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კონკურს „პროფესია კინომცოდნეს“ გამარჯვებულები დააჯილდოეს

c8a5a839a226

22 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია Creative Club-მა ეროვნულ კინოცენტრში კონკურს „პროფესია კინომცოდნეს“ გამარჯვებული სამეული დააჯილდოვა. პირველი ადგილი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს თაკო კალანდაძეს ერგო. სწორედ ის დასახელდა საუკეთესო რეცენზიის ავტორად. მესამე ადგილზე თორნიკე ბაქაქური გავიდა, მეორეზე კი ეკა წოწორია. მესამე ადგილზე გასულმა ჯილდოს სახით 300 ლარი მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა 400 ლარი, ხოლო საუკეთესო რეცენზიის ავტორმა 500 ლარი. გამარჯვებული სამეულის რეცენზიები პრესაში გამოქვეყნდება და სოციალური ქსელის საშუალებითაც გავრცელდება. 

კონკურს „პროფესია კინომცოდნეს“ მთავარი მასალა ფილმი „ვაჟიშვილი“ იყო, რომელიც თხუთმეტმა დამწყებმა კინომცოდნემ ნახა და განიხილა. იგი ძმები დარდენების ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და დრამატული ფილმია. მისი პრემიერა 2002 წელს შედგა და არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია Creative Club-მა პროექტი „პროფესია კინომცოდნე“ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან ერთად  განახორციელა. პროექტი 20–დან 22 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. პირველ დღეს პროექტის მონაწილეები კინომცოდნე გოგი გვახარიას მასტერკლასს დაესწრნენ. მოისმინეს რეცენზიის წერის თეორიული კურსი, შემდეგ კი პრაქტიკული მუშაობა დაიწყეს: ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი და რეცენზია დაწერეს. 21 ოქტომბერს, კონკურსის დღეს პროექტის მონაწილეებს სპეციალურად შერჩეული სრულმეტრაჟიანი ფილმი შესთავაზეს ( ფილმის სახელწოდება, კონკურსის პირობების თანახმად უცნობი იყო). 

„პროფესია კინომცოდნე“ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიმდინარე წლის საგრანტო პროექტების ფარგლებში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტია. მისი ავტორი ახალგაზრდა შემოქმედთთა ასოციაცია Creative Club–ია, რომელიც პარალელურად სხვა სახელოვნებო პროექტებსაც ახორციელებს. კლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსი კინომცოდნეს პროფესიის პოპულარიზაციასა და კინორეცენზიების წერის დონის აწევას ითვალისწინებდა, თუმცა მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მათ შორის ჩვეულებრივ კინომოყვარულსაც.