Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

3.3 მილიონი წლის წინანდელი ბავშვის ჩონჩხი ადასტურებს, რომ მისი სახეობა ხეებზე ბინადრობდა

Selam, a juvenile Australopithecus afarensis specimen
სურათზე: ეთიოპიაში აღმოჩენილი 3.3 მილიონი წლის წინანდელი Australopithecus afarensis სახეობის ნიმუში (სახელად სელამი).

ორ ფეხზე სიარული დაწყება მართლაც დიდი მიღწევა იყო ადამიანის ევოლუციის ისტორიაში. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა საშუალება მისცა ჩვენს წინაპრებს, ბალახზე ზემოდან ეცქირათ, რათა უკეთ შეემჩნიათ მტაცებელი და მსხვერპლი; ეტარებინათ იარაღი, საკვები და ბავშვები; გრძელ მანძილზე უფრო მოხერხებულად გადაადგილებულიყვნენ და უკეთ ეტარებინათ ნივთები და ა.შ. ორ ფეხზე სიარული, მართლაც,  ადამიანის ერთ-ერთი მახასიათებელია. ამიტომ, გასაგებია, რომ პალეონტოლოგები ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ დაიწყეს მრავალი წლის წინ ოთხფეხა ადამიანებმა ორ ფეხზე სიარული. ახალმა კვლევამ კიდევ ერთი ფაქტი ცხადყო, რომ ამგვარი სახეცვლილება ერთ ღამეში არ მომხდარა.

1974 წელს „ლუსის“ (3.2 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხის – Australopithecus afarensis სახელით ცნობილი სახეობის) აღმოჩენამ აჩვენა, რომ მრავალი წლის წინ ადამიანებს ორ ფეხზე სიარულის მიმართ ადაპტაციის უნარი გონებრივ განვითარებამდე ჩამოუყალიბდათ. თუმცა, ექსპერტები მკვეთრად არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ "ლუსის სახეობა" მიწაზე ცხოვრებას კარგად გაართმევდა თავს. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ აღნიშნულმა ადამიანებმა სრულებით მიატოვეს ხეები, რადგან მათი ანატომია მიწაზე ცხოვრების სტილს მოითხოვდა და ხეზე ცოცვის ნებისმიერი თვისება ხეზე მცხოვრები წინაპრებისგან ევოლუციურად განპირობებული, თითქმის უმტკივნეულოდ მივიწყებული ჩვეულება იყო. სხვები კი დაჟინებით აცხადებდნენ, რომ afarensis სახეობა დროის უმეტეს ნაწილს კვლავ ხეებზე ატარებდა და ხასიათის ამ თვისებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ამ სახეობების გადარჩენის ფაქტი.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN