Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Microsoft-ის ხელმძღვანელი სტივ ბოლმერი უფრო მეტი კომპიუტერული ტექნიკის გამოშვებას გეგმავს (ვიდეო)


Microsoft-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ კიდევ უფრო მეტი ნაირსახეობსი კომპიუტერული ტექნიკის გამოშვებას გეგმავს.

სტივ ბოლმერმა BBC-ს განუცხადა: „მართალი იქნება თუ განვაცხადებთ, რომ უფრო მეტი კომპიუტერული ტექნიკის წარმოებას ვაპირებთ? მართლაც ასეა. მაშინ, როდესაც ახალი სტანდარტების დასაწესებლად ხელსაყრელ შესაძლებლობებს ვხედავთ,  ხელიდან არ ვუშვებთ.“

Microsoft-ის აღმასრულებელი ამ კომენტარით გამოვიდა ახალი Windows 8-ის გამოშვების ღონისძიების წინ ნიუ იორკში, რასაც მოყვება Microsoft's Surface tablet-ის გაყიდვაში გამოსვლა.
სიახლემ იმის შესახებ, რომ ამას სხვა ტექნიკაც მოჰყვება, შესაძლებელია, პერსონალური კომპიუტერების სხვა მწარმოებლები საგონებელში ჩააგდოს.

მისტერ ბოლმერმა აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც ივნისში განაცხადა, რომ მის კომპანიას საკუთარი მარკის ტაბლეტი–კომპიუტერების წარმოება უკვე დაწყებული ჰქონდა.

ტაივანური კომპიუტერების – Acer-ის მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Financial Times-ს აგვისტოში განუცხადა, რომ Microsoft's Surface tablet-ის წარმოება ნეგატიურ გავლენას იქონიებდა პერსონალური კომპიუტერების ეკოსისტემასა და სხვა ბრენდებზე, ამასთან, ისიც დაამატა, რომ იგი Microsoft-ს უკვე დაუკავშირდა მოსალოდნელი პრობლემების განსახილველად.

 

 

Get Adobe Flash player

ვიდეო: Microsoft's Surface tablet

ვრცლად: BBC NEWS TECHNOLOGY