Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

შეიძლება თუ არა თქვენი ტვინიდან მონაცემების ამოკრეფა?

Emotivbank01
შესაძლებელია თქვენი საბანკო კოდი გამჟღავნდეს, თუკი მასზე ფიქრს გაიძულებთ? თქვენი ტვინის ელექტრო აქტივობამ შეიძლება ეს საიდუმლო გამოააშკარავოს? ამის დემონსტრირება მოახდინეს მკვლევარებმა ბოლოს გამართულ კონფერენციაზე, რომელიც  Usenix-ის ინფორმატიკულ უსაფრთხოებას შეეხებოდა. ამისათვის მათ გამოიყენეს უბრალო ჩაფხუტი EEG-ი (Emotiv-ის ტიპის, რომლის შოვნა 500 $-დაა შესაძლებელი), რომელიც ტვინის ელექტრო აქტივობას ზომავს, ტექნოლოგია, რომელიც არასოდეს შეუსწავლიათ უსაფრთხოების  კუთხით, იუწყებიან Extreme Tech და Cnet.

ოქფორდის უნივერსიტეტის ინფორმატიკული მეცნიერების დეპარტამენტის თანამშრომლის, ივან მარტინოვიჩის ხელმძღვანელობით მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ შექმნილია პერსონალიზირებული პროგრამა, რომელიც გაიძულებთ, იფიქროთ ისეთ კონფიდენციალურ მონაცემებზე, როგორიცაა თქვენი საცხოვრებლის ადგილ-მდებარეობა, თქვენი საკრედიტო ბარათის საიდუმლო კოდი, ან თუნდაც თქვენი დაბადების თვე.  მკვლევარებმა პროგრამა 28 კოოპერატიულ მონაწილეზე გამოსცადეს (თუნდაც მათთვის უცნობი ყოფილიყოს ექსპერიმენტის მიზანი) და შედეგებმა აჩვენა, რომ მომხმარებლისაგან „ამოქაჩული“ ინფორმაცია („ ინფორმაციის ენტროპიის“ მაჩვენებელი) 15%-და 40%-მდე მეტ პასუხს იძლეოდა, ვიდრე  შემთხვევითი მეთოდები.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://internetactu.blog.lemonde.fr