Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

დაკარგული რომაული ქალაქის საიდუმლო ამოხსნილია: უძველესი დროის ხალხმა უდაბნო გაამწვანა

Columns and arches at Palmyra, Syria.
მონუმენტური ნანგრევები წარმოდგენს მტკიცებულებას იმისა, რომ რომაელები საუკუნეების მანძილზე ბატონობდნენ სირიის პალმირაში.

ამჟამად, მონუმენტური ნანგრევები მირაჟისებურ სანახაობას წარმოადგენს. მაგრამ, ისტორიული და არქეოლოგიური წყაროების მიხედვით,  რომაელთა იმპერიის მმართველობის დროს პალმირა სავაჭრო მეტროპოლისი იყო.

თუმცა, ერთსაუკუნოვანი კვლევის მიუხედავად, მთავარი კითხვა კვლავ პასუხის გარეშე რჩება, თუ როგორ გაიზარდა და აყვავდა ეს ქალაქი სირიის უნაყოფო უდაბნოში.

პალმირა (რუკა) - საქარავნო გზაზე სავალდებულო გაჩერების ადგილი აზიელი ვაჭრებისთვის, რომელთაც რომაელებისთვის აზიური საქონელი ჩაჰქონდათ ერთ დროს, ყოველთვის მიაჩნდათ ოაზისად უდაბნოს შუაგულში, თუმცა, დღემდე არავინ იცის რითი საზრდოობდა იგი, განაცხადა მაიკლ გავლიკოვსკიმ, ვარშავის უნივერსიტეტის, პალმირაში პოლონური მისის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

ნანგრევებში შემორჩენილია უზარმაზარი ქუჩები და ავენიუები სვეტებითა და ტრიუმფალური არკებით, ასევე, შემორჩენილია უძველესი დროის ბაზარი, სადაც მოვაჭრეები ერთ დროს ინდოეთიდან და ჩინეთიდან ჩამოტანილი  აბრეშუმით, ვერცხლით, საანელებლებით და საღებავით ვაჭრობდნენ.

ვრცლად: NATIONAL GEOGRAPHIC - DAILY NEWS