Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ცოდნის დონის შეფასების საერთაშორისო ტესტირება (TIMSS)

File:TIMSS_2007_8th_Grade_Mathematics
TIMSS http://en.wikipedia.org/wiki/Trends_in_International_Mathematics_and_Sci... მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ცოდნის დონის შეფასების საერთაშორისო ტესტირება ტარდება სწავლების მეოთხე და მერვე საფეხურებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. TIMSS-ის კვლევებს ატარებს განათლების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია – IEA http://en.wikipedia.org/wiki/International_Association_for_the_Evaluatio.... ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნებში ცოდნის დონის შეფასება. TIMSS-ის საერთაშორისო ტესტირება 1995 წელს დაიწყო და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2007 წლის ტესტირებაში 59 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას. TIMSS-ის ტესტირება გულისხმობს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ცოდნის დონის შეფასებას.

TIMSS-ი იყენებს შეფასების ორგვარ სისტემას: 1) შეფასება თითოეული ტესტისათვის განისაზღვრება საშუალო 500 ქულით და სტანდარტის გადახრა 100 ქულაა. იგი უცვლელი რჩება ტესტირების ყოველ წელს; 2) შეფასება ყოველ მომდევნო წელს იცვლება მონაწილე ქვეყნების ცვლილებასთან მიმართებაში. ამ სისტემით ტესტირების წლებს შორის შედარება უფრო ადვილია.

TIMSS შეიქმნა მონაწილე ქვეყნებთან ფართო თანამშრომლობის შედეგად. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების ექსპერტების ერთობლივი  მუშაობის შედეგად დადგინდა შეფასების გარკვეული კრიტერიუმები და კითხვარები.

1995 წლის კვლევის შედეგების მიხედვით  ამერიკაში მეთორმეტე კლასელთა ტესტირების შედეგი უფრო ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე მერვესი, ხოლო ეს უკანასკნელი ჩამოუვარდებოდა მეოთხე კლასის შედეგების დონეს.

TIMSS-ის ტესტირებას შეერთებული შტატებში განათლების დეპარტამენტის  სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ატარებს. 2007 წელს TIMSS-ის საერთაშორისო მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ტესტირების შედეგად აშშ-ს განათლების განვითარების დონე  ჩამორჩებოდა ევროპისა და აზიის განვითარების დონეს. საგანმანათლებლო მეცნიერებათა ინსტიტუტი და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ TIMSS-ის ტესტირებაში გასათვალისწინებელია აშშ-ს ბავშვთა სიღარიბის  ფაქტორიც.

განათლების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია IEA  აგრეთვე ატარებს საერთაშორისო წიგნიერების დონის შეფასებას (PIRLS) - http://en.wikipedia.org/wiki/Progress_in_International_Reading_Literacy_.... ეს გულისხმობს ბავშვთა კითხვის დონის შეფასებას სწავლების მეოთხე საფეხურზე. PIRLS-ს ტესტირება დაიწყო 2001 წლიდან და ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. 2006 წელს PIRLS-ას ტესტირებაში მონაწილეობდა 46 საგანმანათლებლო სისტემის 215.000 მონაწილე.

განათლების შეფასების მსგავსი საერთაშორისო პროგრამაა – PISA http://en.wikipedia.org/wiki/Programme_for_International_Student_Assessm.... იგი  გულისხმობს 15 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეთა ცოდნის დონის შესწავლას მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და კითხვაში. კვლევა პირველად 2000 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება.

TIMSS-ის საერთაშორისო ტესტირების მიხედვით 2007 წელს საქართველო 37 მონაწილე ქვეყნიდან 438 ქულით შეფასდა, მეოთხე საფეხურზე; ხოლო 49 ქვეყნიდან – 410 ქულით, მერვე საფეხურზე.

PIRLS-ს ტესტირებაში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება PISA-ს ტესტირების 2009 წლის მონაცემებს, 74 მონაწილე ქვეყნიდან საქართველო მათემატიკის ტესტირებაში 65-ე ადგილზეა 379 ქულით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში 69-ე ადგილზე – 373 ქულით, ხოლო კითხვაში 67-ე ადგილზე – 374 ქულით.

შედეგები:

TIMSS 2007

PIRLS 2011

PISA