Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გამოყენებამ შესაძლებელია განახლებადი ენერგიის განვითარებას შეუწყოს ხელი

Power transmission lines at the Three Gorges dam.

ჩინეთის "სამი ხეობის კაშხლიდან", რომელიც მსოფლიოში უდიდეს ელექტროსადგურს წარმოადგენს, ელექტროენერგიას მაღალი ძაბვის მუდმივი დენი გადამცემი ხაზები ატარებენ. მაღალი ძაბვის მუდმივი დენის (HVDC) მომხრეები ფიქრობენ, რომ აღნიშნული მაგალითი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ელექტროქსელებამდე განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით.

ტომას ედისონმა გამოიგონა მუდმივი დენის მიწოდება, როგორც ელექტროენერგიის  მიწოდების უკეთესი მეთოდი, ცვლად დენთან შედარებით. მაგრამ, ნათურის გამომგონებელმა "ელექტროდენების ომი" წააგო. მიუხედავად ედისონის ზოგ შემთხვევაში აშკარა გადამეტებული ძალისხმევისა – მან კონი აილენდის ზოოპარკის სპილო ელექტრო განმუხტვით მოკლა იმის მცდელობით, რომ ტექნოლოგიის საფრთხეები ეჩვენებინა – ცვლადი დენი წარმოადგენს ძირითად მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ელექტროსადგურებიდან ელექტროდენი   საცხოვრებელ სახლებსა თუ ბიზნეს ცენტრებს მიეწოდება მთელ მსოფლიოში.

მაგრამ, ამჟამად, ედისონის მცდარი ქმედებიდან უკვე საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ელექტროენერგიის მუდმივი დენით მიწოდებასთან დაკავშირებული მოსაზრება შესაძლებელია გამართლდეს.

განახლებული, მაღალი ძაბვის მუდმივი დენის ვერსია – HVDC-ს სახელწოდებით, მიჩნეულია, როგორც მომავლის ელექტროენერგიის დიდ მანძილზე გადაცემის მეთოდი,  ცვლადი დენის ალტერნატიულ მეთოდთან შედარებით უფრო მცირე დანაკარგით გადაცემის უნარის გამო. ამ ტენდენციას კი დააჩქარებს ახალი მოწყობილობა, სახელწოდებით – ჰიბრიდული HVDC გამრთველი (HVDC breaker), რომელიც შესაძლებელს გახდის მუდმივი დენის ელექტროენერგიის მოხმარებას ძლიერ ელექტრომოხმარების ქსელებში კატასტროფული ნგრევის საფრთხის გარეშე, რამაც წარსულში ეს ტექნოლოგია ზოგჯერ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. (იხილეთ: "World's Worst Power Outages.")

ვრცლად: NATIONAL GEOGRAPHIC - Daily News