Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მზის სისტემის თანამგზავრები პლანეტური სარტყლებისგან უნდა იყოს წარმოშობილი

1354611515-44
ორმა ფრანგმა მკვლევარმა ახლახანს შემოგვთავაზა პირველი მოდელი, რომელიც ჩვენი მზის სისტემის რეგულარული (ბუნებრივი) თანამგზავრების უმრავლესობის პლანეტური სარტყლებისაგან წარმოშობას ხსნის. თავდაპირველად 2010 წელს სატურნის მთვარეებზე ჩაატარეს ტესტირება, ეს უნიკალური მოდელი დღეს ე. წ „გიგანტური“ პლანეტების უამრავი თანამგზავრის განაწილებას ხსნის და, ასევე, ე.წ „დედამიწის ჯგუფის პლანეტების", როგორიცაა დედამიწა, ან პლუტონი (პლუტონი ჯუჯა პლანეტების ჯგუფს მიეკუთვნება), თანამგზავრების არსებობის ახსნის საშუალებასაც იძლევა. ეს შედეგები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ გავიგოთ და განვმარტოთ პლანეტური სისტემების ფორმირების უნივერსალური მოდელი.

გიგანტური პლანეტების (იუპიტერი, სატურნი...) სისტემა ფუნდამენტურად გამოირჩევა მიწიერი პლანეტებისაგან (დედამიწა, პლუტონი....). მაშინ, როცა გიგანტები სარტყლებითა და პატარა ბუნებრივი თანამგზავრებით არიან შემოსაზღვრულნი, დედამიწის ჯგუფის პლანეტები მხოლოდ მცირეოდენ მთვარეებს ფლობენ, ხშირად ერთს და ერთადერთს, და - არავითარ სარტყლებს. აქამდე ორი მოდელი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ჩვენს მზის სისტემაში ამ რეგულარული თანამგზავრების არსებობა ახსნილიყო. დედამიწის ჯგუფის პლანეტების შემთხვევაში, როგორიცაა დედამიწა, ან პლუტონი, ეს მოდელები მიუთითებს, რომ გიგანტურმა შეჯახებამ მათი თანამგზავრების წარმოშობა გამოიწვია. გიგანტური პლანეტების შემთხვევაში კი იგულისხმება, რომ თანამგზავრები წარმოიშვა იმ ნისლეულში, რომელიც პლანეტის გარშემო არსებობდა. მაგრამ ეს მოდელები გიგანტური პლანეტების გარშემო ორბიტაზე თანამგზავრების სპეციფიური დანაწილებისა და ქიმიური შემადგენლობის ახსნის საშუალებას არ იძლეოდა, საჭირო ხდებოდა სხვა თეორიის არსებობა.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/4800/des-anneaux-planetaires-seraient-a-l-origine-des-satellites-du-systeme-solaire/

ინგლისურ ენაზე:

http://www.sciencedaily.com/releases/2012/12/121204112012.htm

სამეცნიერო წყარო:

A. Crida, S. Charnoz. Formation of Regular Satellites from Ancient Massive Rings in the Solar System. Science, 2012; 338 (6111): 1196 DOI: 10.1126/science.1226477