Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საახალწლო წარმოდგენები თუმანიშვილის თეატრში

4ecf6576702e

29 და 30 დეკემბერს, 13 და 15 საათზე მულტი-პულტის სამყაროს საბავშვო თეატრი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში საახალწლო წარმოდგენის „ცეცხლო ალი აანთე, შრეკი ცაში გააქრე“ პრემიერა გაიმართება. 

შრეკი და ფიონა თავის შვილებთან ერთად ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად, ბოროტი პრინცი გადაწყვეტს მათ საახალწლო საღამო ჩაუშალოს, შრეკს მოაჯადოვებს, მეხსიერებას წაართმევს და 21-ე საუკუნეში გამოამგზავრებს. ფიონა გადაწყვეტს მოძებნოს შრეკი და იწყებს დრამატულ თავგადასავალს. ის ჩვენი დროის ნიუ-იორკში მოხვდება, სადაც გაიცნობს სპაიდერმენს, ბეტმენს და სუპერმენის მეგობარ გოგოს. ისინი ფიონას ეხმარებიან შრეკის პოვნაში. მეხსიერებადაკარგულ შრეკს კი ამ დროს ახალი მეგობრები ყავს. დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი. 12 საათამდე ფიონამ აუცილებლად უნდა იპოვოს შრეკი და თავის შვილებთან დაბრუნდნენ. ამ დროს წარმოდგენაში ბავშვები ერთვებიან, რომლებიც ეხმარებიან შრეკს მეხსიერების აღდგენაში და თავის შვილთან დაბრუნებაში. 

სპეკტაკლის შემდეგ, პატარა მაყურებელს საშუალება ექნება გადაიღოს ფოტოები სპექტაკლის პერსონაჟებთან. 

სპექტაკლის რეჟისორია გოჩა ხვიჩია; მხატვარი მარიკა კვაჭაძე; ქორეოგრაფი თამუნა ბედიანაშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: ოთო გიორგაძე, თამუნა ბედიანაშვილი, მაკა ცინცაძე, ლევან კაციაშვილი, ანა კვინიკაძე.

საახალწლო წარმოდგენები კინომსახიობთა თეატრში 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. თუმანიშვილის თეატრშივე წარმოდგენილი იქნება ირმა მალაციძის მხიარული საახალწლო ზღაპარი ერთ მოქმედებად „საახალწლო ორომტრიალი საზღაპრეთში“. 

სპექტაკლის რეჟისორია ირაკლი გოგოლაძე; მხატვარი მარიამ კვაჭაძე. მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი რევაზიშვილი, ცირა შარია, ირაკლი ცქიფურიშვილი, გიორგი გეგელაშვილი, გიორგი ტატიშვილი, ლევან დობაძიშვილი, ნატა ქურდოვანიძე, ზუზუ კუცია, დაჩი დარასელია.

მულტი-პულტის საბავშვო თეატრი საახალწლოდ ბავშვებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს: მთაწმინდის პარკში 1 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით საქართველოში პირველად (ექსკლუზიურად მოპოვებული ლიცენზიით) იწყებს ცნობილი მულტიპლიკაციური სერიალის „მაშა და დათვის“ თეატრალიზებულ წარმოდგენების გამართვას.