Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ექსპერტების აზრი კვლავ იყოფა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კვანტური თეორია


ფიზიკოსმა ზილინგერმა კოლეგებთან გამოკითხვა აწარმოა მათ მიერ კვანტური ფიზიკის საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის გამო.

კენჭისყრამ გამოავლინა განსხვავებული შეხედულებები ფიზიკაში არსებულ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.

კვანტური თეორია პირველად ასზე მეტი წლის წინ შეიმუშავეს, თუმცა ექსპერტებმაც კი ჯერ კიდევ ცოტა რამ იციან, თუ რას ნიშნავს ის. ეს ფაქტი გამოვლინდა ბოლო დროინდელ, უჩვეულოდ სახალისო გამოკითხვაში, რომელიც წარმოდგენილია ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ მეცნიერულ ნაშრომში, ფიზიკის არქივის სერვერში.

33 მთავარი მეცნიერ–მოაზროვნის იუმორისტული გამოკითხვამ კვანტური თეორიის საფუძვლებთან დაკავშირებით, აჩვენა, რომ ამ დარგში არსებულ ყველაზე ღრმა კითხვებზე ზუსტად თანაბრად გაიყო საკმაოდ განსხვავებული პასუხები.

მაგალითად: ხმები ზუსტად თანაბრად გაიყო მათ შორის, ვისაც სჯერა, რომ ზოგ შემთხვევაში, „ფიზიკურ ობიექტებს გააჩნიათ საკუთარი თვისობრივი მახასიათებლები, რომლებიც წინასწარ კარგად არის განსაზღვრული და გაზომვას არ ექვემდებარება“, ასევე, ვისაც სჯერა, რომ მათ ასეთი თვისებები არ გააჩნიათ. მიუხედავად იმ ცნობილი მოსაზრებისა, რომ კვანტურ სისტემებზე დაკვირვება ძირითად როლს ასრულებს მათი ქცევების განსაზღვრაში, 21%-მა იგრძნო, რომ „თავად დამკვირვებელმა არ უნდა ითამაშოს მთავარი როლი“.

ვრცლად: nature