Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მონა ლიზას მთვარეზე ლაზერით გადააგზავნიან

720012main1_monalisa-lasercom-673

შეიძლება იფიქროთ, რომ ნასას ინჟინრებს საქმე აღარაფერი აქვთ და დროის მოსაკლავად ისღა მოიფიქრეს, რომ მონა ლიზას ფოტო მთვარეზე გაუშვეს. უდიდესი შეცდომაა. ასეთი სერიოზული არცერთი ექსპერიმენტი არ ყოფილა! საქმე ეხება ინფორმაციის პირველად გადაცემას ლაზერის საშუალებით პლანეტურ დისტანციაზე. მართლაც, საქმე ეხება ყველაზე მცირე დისტანციას, რომელსაც კი ასეთი განსაზღვრება იმსახურებს. და მაინც, მთვარე დედამიწიდან 400 000 კილომეტრითაა დაშორებული. ლაზერით გადაცემის უპირატესობა არის ის, რომ წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს სინათლის სხივს, თითქმის ვერ შეუშლის. ატმოსფეროს გადაკვეთა იქნება დელიკატური. დამამტკიცებელ საბუთად გამოდგება ზიანი, რომელსაც ის ნახატს მიაყენებს (მარცხენა ხედი). და, როგორც ეს მარჯვენა ხედიდან სჩანს, შეუდარებლად მაღალი ხარისხისაა ციფრულად შესწორებული შეცდომები.

აქამდე მთვარემდე ლაზერული გადაცემა არასოდეს მომხდარა. მიზეზი მარტივია: იქ  არც არაფერია და არც არავინაა, მონა ლიზა რომ ენახა. ნასამ, უფრო სწორად კი Goddard Space Flight Center-მა გამოიყენა უეკიპაჟო კოსმოსური აგრეგატი, Lunar Reconnaissance Orbiter (LRO), რომელიც ამჟამად იმყოფება მისიით 50 კმ სიმაღლეზე მთვარის გარშემო ორბიტაში და ახორციელებს ძალიან ზუსტ კარტოგრაფიას მომავალი ეკიპაჟიანი მისიისათვის მოსამზადებლად და მთვარის სადგურის შესაძლო მშენებლობისათვის. LRO-ს ბორტზე მდებარეობს ლაზერული ალტიმეტრი (LOLA). ეს ინსტრუმენტი გამოიყენება ნასას ახალი ლაზერის მიერ გამოცემული სიგნალის მისაღებად (Next Generation Satellite Laser Ranging (NGSLR)). ფაქტია, რომ ლაზერული კომუნიკაცია ჩვეულ როლს ასრულებს ზონდის პოზიციის კონტროლისათვის.

ვრცლად ინგლისურ ენაზე: http://www.nasa.gov/mission_pages/LRO/news/mona-lisa.html