Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ნორვეგიასთან საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

DSC_8157
ნორვეგიასთან საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა -
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვას იწყებს. დღეს, შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებას  ხელი მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და  ნორვეგიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერლინგ სკონსბერგიმ მოაწერეს.

საქართველოს პროფესიული  განათლებისა და გადამზადების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა, ინკლუზიური განათლების მასშტაბების გაზრდას ითვალისწინებს.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე,  სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა იწყება.  ნორვეგიის მთავრობა პროექტის მეთოდოლოგიურ და ფინანსურ მხარდაჭერას 3 წლის განმავლობაში განახორციელებს. გრანტის საერთო ღირებულება 1,873,845$-ია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადაფინანსება 3 წლის განმავლობაში კი  300,000$ იქნება.

ახალი პროექტის ფარგლებში  შემდეგი აქტივობები განხორციელდება:

  • პროფესიული განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებში საჭირო ცვლილებების შეტანა;
  • პროფესიულ სასწავლებლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოზიდვა; 
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული ორიენტაციის მექანიზმისა და სწავლების მეთოდოლოგიის  შემუშავება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პოლიტიკის ლობირება;
  • პროფესიულ სასწავლებლებში ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური პროფესიული განათლების საკითხებში ადამიანური რესურსის გაძლიერება;
  • ზოგადი განათლების საფეხურზე წინაპროფესიული განათლების კომპონენტის პილოტირება.

პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების კომპონენტის დანერგვა ხელს შეუწყობს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  პირებს დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას, დასაქმდნენ და იყვნენ კონკურენტუნარიანნი შრომის ბაზარზე.

ხელმოწერის ცერემონიას  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერებისა და  ნორვეგიის განათლებისა და კვლევის  სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]