Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბრიტანელი ხელოვანების უპრეცედენტო ინკლუზიური ცეკვის ვორქშოფი

6b2d9e4c5495

28-29 იანვარს მარჯანიშვილის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში ბრიტანეთის საბჭოსა და მარჯანიშვილის თეატრის  ერთობლივი ძალისხმევით ქორეოგრაფიული კომპანია „Candoco–მ“ ჩაატარა ვორქშოფი თეატრებისა და ქორეოგრაფიული კომპანიების წარმომადგენლებისთვის – მმართველებისთვის, პროდიუსერებისთვის, რეჟისორებისთვის, პროფესიონალი და არაპროფესიონალი მოცეკვავეებისთვის, ყველასთვის, ვისაც აინტერესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა და მათთან მუშაობა.  ვორქშოფები ინკლუზიური ხასიათის იყო და  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანების მონაწილეობას გულისხმობდა. 

ვორქშოფი ჩაატარეს ქორეოგრაფიული კომპანია „Candoco-ს“ წარმომადგენლებმა  უეელი ო’ბრაიენმა და ქრის ოუენმა.

ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანია „Candoco“ არის თანამედროვე ცეკვის ლიდერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებისთვის. კომპანია მაყურებელსაც და მონაწილეებსაც უქმნის შესანიშნავ და სიღრმისეულ გამოცდილებას, რომელიც გვაღელვებს და ამავე დროს აფართოვებს ხელოვნებისა და ადამიანის შესაძლებლობების შესახებ ჩვენს წარმოდგენებს და რომლის ყურადღების ცენტრში საკუთრივ ადამიანი და მასთან თანამშრომლობა არის.

კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო დონის ქორეოგრაფებთან და გვთავაზობს ვრცელ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის მიზანია ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს უმაღლესი დონის ქორეოგრაფია. 

ქვემოთ მოცემული ბმულით შეგიძლიათ იხილოთ BBC world service-ის მიერ გადაღებული ფილმი „Candoco“-ს შესახებ:

www.bbc.co.uk/russian/multimedia/2012/12/120828_v_can_do_company.shtml?o...

დღესდღეობით „Candoco“ აგრძელებს ქორეოგრაფიული პეიზაჟისთვის სახის ცვლას ვინაიდან ქმნის გაბედულ სპექტაკლებს, რომელთაც საფუძვლად უდევთ მრავალფეროვნება.

„Candoco“-ს დამაარსებლები (1991) არიან სელესტ დანდეკერი და ადამ ბენჯამენი. მათ დიდი ნაბიჯი გადაგეს სრულიად უცნობ სფეროში, რითიც დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არის და არც უნდა ჩაითვალოს ნაკლად. მათ იტვირთეს ხარისხის, ინკლუზიურობის და თანამშრომლობის მიღწევის ვალდებულება. ყოველივე ამან „Candoco“ აქცია მსოფლიო მასშტაბის ლიდერად და სამაგალითოდ მოცეკვავეთა ახალი თაობისთვის. 

უნდა ითქვას, რომ 21-22 მარტს კომპანია „Candoco“ თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში გამართავს სპექტაკლებს.

უეელი ო’ბრაიენმა თავისი პროფესიული საქმიანობა 1998 წელს, კომპანია „Candoco“-ს  ცეკვების ინსტრუქტორის რანგში დაიწყო, ხოლო ანსამბლში სრული დატვირთვით მუშაობას 2000 წელს შეუდგა და ასრულებდა ბატონი ხავიერ დე ფრუტოს, დაგ ელკინსის და ფინ ვოქერის მიერ შექმნილ კომპოზიციებს. ანსამბლ „Candoco“-ში მუშაობის პერიოდის განმავლობაში ueელი ო’ბრაიენი არამხოლოდ ასრულებდა „Candoco“-ს ცეკვებს, როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ფართო სპექტრის სასწავლო პროგრამების განხორციელებაში. ოჯახის შექმნის მიზezით 2003 წელს მან კომპანია დატოვა და დღესდღეობით შტატგარეშე ინსტრუქტორის სტატუსით აგრძელებს მუშაობას. ანსამბლ „Candoco“-ს სახელით მან მონაწილეობა მიიღო „ლონდონი 2012“ ოლიმპიური თამაშების დროს, პარაოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალის დადგმაში, Wellcome Trust-ისთვის სპეციფიური სამუშაოების განხორციელებაში და ბრიტანეთის საბჭოს ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებაში, რომელიც წარმოადგენდა „ლონდონი 2012“ ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ნაწილს.

კომპანია „Candoco“-ში მუშაობის დაწყებამდე უეელი ო’ბრაიენს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ხელოვნების მრავალ პროექტში, აგრეთვე ადამ ბენჯამინის და ანსამბლ პაიკის დადგმებში.

ქრის ოუენმა ცეკვა  ჩეშირის საცეკვაო ჯგუფში დაიწყო, სადაც იგი პირველი იყო, ვინც სათავეში ჩაუდგა თანამედროვე ცეკვის მიმდინარეობას. მან გადაწყვიტა თანამედროვე ცეკვის შესწავლა გაეგრძელებინა Northern School-ში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო BA (ჰუმანიტარული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი). მან მოიგო სტიპენდია, რათა სწავლა გაეგრძელებინა ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლის მაგისტრატურაში. სწავლის დამთავრების შემდეგ ქრისი მუშაობდა სხვადასხვა საცეკვაო ანსამბლებთან, მათ შორის: Diversions-თან, შოტლანდიურ საცეკვაო თეატრთან და ირლანდიურ საცეკვაო თეატრთან. იგი აგრეთვე მუშაობდა ახალ შექმნილ კომპანიებთან, რომლებისთვისაც ახორციელებდა  სხვადასხვა დადგმებს. დღესდღეობით ჩართულია სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში. 2012 წლის ზაფხულში  ქრის ოუენმა დატოვა კომპანია „Candoco“, მაგრამ შტატგარეშე არტისტის სტატუსით აგრძელებს მუშაობას, ისეთ არტისტთან ერთად როგორიც არის  კლერ ქანინგამი. პარალელურად მუშაობს საკუთარ პროექტებზე. ქრის ოუენი ასოცირებული არტისტის სტატუსით აგრძელებს მუშაობას, კომპანია „Candoco“-სთან. კერძოდ, ახორციელებს სასწავლო პროგრამებს და ატარებს ვორქშოფებს.

ბრიტანეთის საბჭო - დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია - ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განთლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით.  ბრიტანეთის საბჭო არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია. www.britishcouncil.org