Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი ელექტრონული წიგნები – ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სიახლეა

47ee2d1af3f1

ამ მოვლენას ჩვენი მკითხველები დიდი ხანია ელოდნენ!

დღეიდან ჩვენს ბიბლიოთეკაში (პირველად საქართველოში) ჩაირთო აკადემიური ონლაინ ბიბლიოთეკა, რომელშიც 120000 დასახელების ელექტრონული წიგნი შედის.

EBSCO-ს ელექტრონული წიგნების აკადემიური კოლექცია (EBSCO eBook Academic Subscription Collection) წარმოადგენს ყოველთვიურად განახლებად მულტიდისციპლინარულ, ვირტუალურ, ელექტრონულ ბიბლიოთეკას.

იგი შეიძლება გამოიყენოს პრაქტიკულად ყველა სახის მკითხველმა: აქ არის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა მეცნიერებისა და ტექნოლოგის პრაქტიკულად ყველა დარგში; მხატვრული ლიტერატურა; ხელოვნების, დიზაინის არქიტექტურის, მუსიკის, ლიტერატურის, ბიზნესის და მრავალი სხვა დარგის ელექტრონული წიგნები.

მონაცემთა ბაზა მოიცავს 450-ზე მეტი გამომცემლობის 120000 დასახელების წიგნს.

ლიცენზიის მიხედვით ბაზის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოთეკის შენობიდან (არა პირდაპირ საიტიდან), ამიტომ გვეწვიეთ სამკითხველო დარბაზში და გამოიყენეთ ეს ინფორმაციული საშუალება.