Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“

DSC_0761
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 119 მონაწილეს, რომლებმაც ორი სასწავლო სემესტრი წარმატებით დაასრულეს, სერტიფიკატები გადასცა. 

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს პროგრამას „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“.

პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტების გაგზავნას სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში. პროგრამის მონაწილეები ქართული ენის ადგილობრივ მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში ეხმარებიან, პროცესი მოიცავს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებას. კონსულტანტ-მასწავლებლები  ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ, რაც ხელს უწყობს როგორც მოსწავლეების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას. პროგრამის მონაწილე მასწავლებლები ადგილობრივ პედაგოგებს  საგაკვეთილო პროცესში  სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში ეხმარებიან.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4482