Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თარგმანი, რომელმაც ორიგინალს დაასწრო

5115206d23ae

მზევინარ ხუციშვილი

დაიბეჭდა „ახალ 7 დღეში“

მეგობრობა, სპორტი, კინო, მშობლიური ენა, ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება, კაფკა, საკვები, ეკონომიკური კრიზისი, საკუთარი რომანები, დიდი მწერლები, გრიპი, პოლიტიკა, კრიტიკა, ტრადიციები, მოგზაურობა და თანამედროვე ტექნოლოგიები... ნებისმიერი თემა, რაზეც კი შეიძლება ისაუბროს ორმა ადამიანმა, შემდეგ კი წერილების ფორმით წიგნად შეიკრას და აიკინძოს. გამომცემლობა „დიოგენეს“ სერიას „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ პოლ ოსტერისა და ჯ. მ. კუტზეეს 2008-2011 წლების მიმოწერა „აქ და ახლა“ შეემატა.

ეს ორი მწერალი ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ერთმანეთს კი მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი. 

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა წიგნის თარგმანი ორიგინალზე ადრე გამოიცემა. „აქ და ახლა“ პირველად ქართულად ნათარგმნი გამოიცა, ინგლისური ორიგინალი კი 2013 წლის მარტში გამოიცემა. 

პრეზენტაციის დღეს, გამომცემლობა „დიოგენეს“ წიგნის მაღაზიაში გაიმართა შეხვედრა წიგნის მთარგმნელებთან ქეთი ქანთარიასთან (პოლ ოსტერი) და ირმა ტაველიძესთან (ჯ.მ. კუტზეე). სიკო ჯანაშიას დახმარებით კი, რომელიც სახლში სტუმრობდა პოლ ოსტერს, ნიუ იორკიდან შედგა სკაიპ-კონფერენცია. როგორც გავიგეთ, პოლ ოსტერი ტექნოლოგიებს დიდად არ სწყალობს, სკაიპით მხოლოდ ერთხელ უსარგებლია. მხიარულად გვიცინოდა ეკრანიდან „დიოგენეს“ წიგნის მაღაზიაში თავშეყრილებს და ენთუზიაზმით პასუხობდა თბილისიდან დასმულ კითხვებს.