Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

განუსაზღვრელობის პრინციპის დარღვევა: ფიზიკოსებმა პირველად განსაზღვრეს სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობა

სურათზე: როდესაც სინათლე ორმაგი გარდამტეხის მქონე კრისტალში გადის, მისივე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად პოლარიზებული კომპონენტები სივრცეში იფანტება, თუმცა, როდესაც ისინი კრისტალიდან გარეთ გამოდიან, ამ ორ კომპონენტს შორის თანხვედრა კვლავ უცვლელი რჩება. ზუსტი ხელსაწყოთი გაზომვისას, ორი კომპონენტი სრულიად განცალკევდება.

როჩესტერისა და ოტავას უნივერსიტეტების მკვლევარებმა გამოიყენეს ბოლო პერიოდში გამოგონებული მეთოდიკა, რათა პირველად გაეზომათ სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობა. მათი კვლევის შედეგები არღვევენ ჰაიზენბერგის ცნობილ "განუსაზღვრელობის პრინციპს" და, ამასთანავე, გამოიყენება კუბიტებში, რომლებიც კვანტური ინფორმაციის თეორიის "სამშენებლო ბლოკებს" წარმოადგენენ.

"ტალღის ფუნქციის" უშუალო გაზომვის მეთოდიკა, როგორც კვანტური სისტემის მდგომარეობის განსაზღვის საშუალება, მეცნიერების მიერ, პირველად, 2011 წელს შემუშავდა კანადაში, ეროვნულ კვლევით საბჭოში.

ტალღის ფუნქციის ამგვარი უშუალო გაზომვა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებლად მიაჩნდათ განუსაზღვრელობის პრინციპის ძირითადი პრინციპების გამო – მოსაზრება, რომ კვანტური სისტემის გარკვეული თვისებების შესახებ მხოლოდ მცირე რამ იქნებოდა ცნობილი, თუ სხვა მსგავსი თვისებები სიზუსტით იქნებოდა აღქმული. უშუალო გაზომვის შესაძლებლობა ეჭვქვეშ აყენებს არსებულ მოსაზრებას, რომ კვანტური სისტემის სრული გაგება არ შეიძლება გამომდინარეობდეს უშუალო დაკვირვებიდან.

ვრცლად: Science Daily - Science News

სამეცნიერო წყარო: Jeff Z. Salvail, Megan Agnew, Allan S. Johnson, Eliot Bolduc, Jonathan Leach, Robert W. Boyd. Full characterization of polarization states of light via direct measurement. Nature Photonics, 2013; DOI: 10.1038/nphoton.2013.24