Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

შეერთებულ შტატებში დროული მკურნალობის შედეგად HIV-ვირუსით დაავადებული ახალშობილი განიკურნა

HIV

შეერთებულ შტატებში, თანდაყოლილი HIV-ვირუსით დაბადებული ახალშობილი გოგონა განიკურნა ადრეულ ეტაპზე სტანდარტული მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად, როგორც ექიმებმა განაცხადეს რეტროვირუსული და ოპორტუნისტული ინფექციების კონფერენციაზე,ატლანტაში.

ეს არის პირველი დოკუმენტეურად დადასტურებული შემთხვევა HIV-ვირუსით ინფიცირებული ბავშვისა, რომელიც ფუნქციონალურად განიკურნა.

როდესაც ბავშვი მისისიპის საავადმყოფოში დაიბადა 2010 წელს, პედიატრმა ანა გაიმ ახალშობილის მკურნალობა დაიწყო სამი ანტი-რეტროვირუსული მედიკამენტით, დაბადებიდან 31 საათში. მედიკამენტების ამგვარი კომბინაციით მკურნალობა 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყეს, რაც დღესაც კვლავ უდიდეს მიღწევად ითვლება აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლისათვის მკურნალობის დროს.

მისისიპელი გოგონა ამჟამად წლინახევრის არის და უკვე ერთი წელია, რაც მედიკამენტებით მკურნალობა - ანტირეტრივირუსული თერაპია შეწყვეტილი აქვს, თუმცა ინფექციის არავითარი ნიშანი არ აღენიშნება.

საჭიროა უფრო მეტი შემოწმების წარმოება, რათა ექიმები დარწმუნდნენ, რომ ბავშვის დაბადებიდან ერთ საათში ჩატარებული მკურნალობა და მიღებული მედიკამენტები სხვა HIV-ვირუსით დაავადებული ბავშვებისთვისაც ეფექტური იქნება.

თუ გოგონა შეინარჩუნებს ჯანმრთელობას, ეს იქნება ვირუსის განკურნების მსოფლიოში მეორე შემთხვევა.

ვრცლად: http://www.bbc.co.uk, http://www.globaltimes.cnhttp://www.popsci.com/