Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

77cfdd23b063

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან = Treasures of the Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012. – 160 გვ. : ილ. 
ISBN 978-9941-15-568-0

წიგნში ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი ეროვნულ მუზეუმებში დაცული ძირითადი ექსპონატები. წიგნს გასდევს ტექსტი პარალელურად ინგლისურ ენაზე. შესავალ წერილში საქართველოში არსებული მუზეუმები მცირე ისტორიული რაკურსითაა წარმოჩენილი. კერძოდ აქ საუბარია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმზე, ეროვნული გალერეაზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმზე (ქარვასლა), გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმზე ღია ცის ქვეშ, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმზე, სიღნაღის მუზეუმზე, სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმსა და ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმზე.
თვითონ წიგნი ფერადი ილუსტრაციებითაა დატვირთული და წარმოადგენს იმ მუზეუმებში დაცულ კონკრეტულ ეპოქების ექსპონატებს, რომლებზეც ამა თუ იმ ნაწილში არის საუბარი, ესენია: პრეისტორიული ეპოქა, ადრეული ლითონების ხანა, ანტიკური ეპოქა, შუა საუკუნეები, ეთნოგრაფია, ახლო და შორეული აღმოსავლეთი, დასავლეთი ევროპა, ახალი და უახლესი ეპოქა.
წიგნის ბოლოს წარმოდგენილია რეგიონალური მუზეუმების რუკა და ამ მუზეუმების საკონტაქტო ინფორმაციები.