Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

„ირინეს ბედნიერება“ სცენაზე

1b4a45fdf2a7

დაიბეჭდა „ახალ 7 დღეში“

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე თეატრის მმართველმა და რეჟისორმა დიმა ღვთისიაშვილმა ამჯერად დავით კლდიაშვილის გმირები გაგვიცოცხლა. 

რეჟისორმა პიესა იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილითა და თანამედროვე ინტერპრეტაციით დადგა. „ჩვენ ამით ხაზს ვუსვამთ, რომ მოქმედების დრო არის 1897 წელი, თუმცა ეს ხდება დღესაც, საზოგადოება ასევე გულგრილია ბევრი რამის მიმართ, როგორც ამ კონკრეტულ ნაწარმოებშია გადმოცემული.“ – ამბობს დიმა ღვთისიაშვილი.

სპექტაკლში მონაწილეობენ, როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი თაობის მსახიობები: დავით ხახიძე, ვამეხ ჯანგიძე, ნინო ლორთქიფანიძე და სხვები. მაყურებელმა ექვსი წლის შემდეგ სცენაზე პირველად ნახა ნათელა მაჭავარიანი. „დიდი ხანია არ ვმდგარვარ სცენაზე და ეს ჩემში ღელვას იწვევს. ვღელავ ტექსტი არ შემეშალოს, რაღაც ისე არ გავაკეთო. ცოტა შებოჭილი ვარ...“ – ამბობს ნათელა მაჭავარიანი.

თეატრის სცენაზე შედგა დებიუტიც. თამარ ჭანუყვაძე ირინეს როლით პირველად წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე. „ძალიან ვღელავ, თუმცა შეძლებისდაგვარად გავითავისე როლი და შევეცდები გავამართლო ეს იმედები“. – ამბობს თამარ ჭანუყვაძე.

„ირინეს ბედნიერებაში“ სხვადსხვა თეატრებიდან მოწვეული რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობიც თამაშობს: გაგა შიშინაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე და რატი გოგუაძე.

სპექტაკლის მხატვარი ლომგულ მურუსიძეა. კოსტიუმები შექმნილია როგორც იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ სტილში, ისე თანამედროვე ინტერპრეტაციით. მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილს ეკუთვნის.