Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფესტივალი „ხელოვნების ზღვა“

c201b705ae6b

 ფოთში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ხელოვნების ზღვა“ მიმდინარეობს, რომელიც 1 აგვისტოდან დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. მულტიმედიური პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები ძირითადად მალთაყვის საწყალოსნო კომპლექსში ხორციელდება. 13-დღიან მულტიმედიურ პროგრამაში, ჩართულია თანამედროვე ხელოვნების ვორკშოპები, საგანმანათლებლო ლექცია-მასტერკლასები, პერფორმანსები, აქციები, დისკუსიები, ბრიტანელი და ქართველი მუსიკოსების კონცერტები და გამოფენები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობენ მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და კურატორები თბილისიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან და ქუთაისიდან. ფესტივალის ორგანიზების ინიციატორები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენლები. მათ მიაჩნიათ, რომ ფოთი, სადაც ახალი პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა მიმდინარეობს, საჭიროებს სინთეზურ კვლევას და პროექტირებას თანამედროვე ვიზუალური და ექსპერიმენტული ხელოვნების კუთხით. პროექტში მონაწილე არტისტები გაეცნენ გარემოსა და ურბანულ სივრცეს, მათი შთაბეჭდილებები აისახა „ესკიზურ დოკუმენტაციაში“ (ნახატი, ფოტო, ვიდეო, ტექსტი და ა.შ.) და მოეწყო მათი განხილვა, ასევე, აჩვენეს კატალინა ბაქრაძის, გურამ წიბახაშვილის ნამუშევრები, საერთაშორისო არტისტების სლაიდ-შოუ, მოეწყო თანამედროვე პოეზიის საღამო, რომელშიც თემო ჯავახი და დავით ჩიხლაძე მონაწილეობდნენ, სადისკუსიო თემად ორგანიზატორებმა შეარჩიეს: „თანამედროვე ხელოვნება XXI საუკუნეში“, რომელსაც ფოთის სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა. იქვე მონაწილეებმა მხატვრების პროექტები და იდეებიც განიხილეს. რამდენად განხორციელდება ისინი, მომავალი წლის ფესტივალი გვიჩვენებს. აღნიშნული პროექტის განხორციელების ინიციატორია „არტაქტივი“, რომელიც 2010 წელს თანამედროვე მხატვრებმა (ნიკო ცეცხლაძე,  ეთო გაბაშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, არჩილ თურმანიძე) დააარსეს. ფონდის მიზანია: კულტურისა და ხელოვნების დარგების განვითარებვის ხელშეწყობა, კულტურისა და ხელოვნების სფეროში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, დღეს არსებული პრიორიტეტებისა და ტენდენციების წარმოჩენა და განვითარება, საერთაშორისო კულტურულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ინტეგრაცია, ნოვატორული შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერა. „ხელოვნების ზღვა“ 17 აგვისტოს ლონდონური ჯგუფის - The Mockingbirds კონცერტით დაიხურება.

 

ნავსადგური ფაზისი

საერთაშორისო ფესტივალი ალბათ საჭირო ღონისძიებაა რეგიონის კულტურული ურთიერთობისათვის, არა მგონია, რომ ადამიანის უძველესი  ცივილიზაციის ქალაქ-ნავსადგური ფაზისის, თანამედროვე პორტი ფოთისათვის, ”ხელოვნების ზღვამ” მსოფლიო საზღვაო ლოციაზე საქმიანი ზეგავლენა მოახდინოს, რომელის კალენდარული ნავიგაცია აითვლება არგონავტების პირველი მოგზაურობიდან კოლხიდაში.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გერმანიაში, ქალაქი-პორტი ჰამბურგია, ფირმა: ”German Control"  www.aldi.de  ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რეგისტრირებული იყო 1995-2000 წ. ფოთის პორტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მე ვმუშაობ მენეჯერ-ინსპექტორად, გარკვეული გეოპოლიტიკური და სხვა მიზეზების გამო ტვირთბრუნვა დროებით შეჩერებულია.

ASTRONAVIGATOR : LAGvilava Gia M.