Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რარიტეტის დარბაზის გახსნა და ხელნაწერთა მიკროფილმების ელექტრონული არქივის პრეზენტაცია

fd97b6a7e2c6

24 მაისს 14:00 საათზე, თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი მარგველაშვილი.

თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნა რარიტეტის დარბაზი და გაიმართა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა მიკროფილმების ელექტრონული არქივის პრეზენტაცია. პრეზენტაცია წარმოადგინა მანანა ბუკიამ.

თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უძველესი წიგნებით სარგებლობა მკითხველს საერთო დარბაზში შეეძლო. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია რარიტეტული დარბაზის გახსნის აუცილებლობა. დღეიდან რარიტეტული ლიტერატურით მკითხველი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რარიტეტის დარბაზში  ისარგებლებს.

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილმოთეკის განყოფილებაში დაცულია უნიკალური მასალა - საზღვარგარეთ არსებული მანუსკიპტორიუმებში შემონახული ქართული, ბერძნული, არაბული, სომხური ხელნაწერების მიკროფილმები და ფოტოპირები. ჩვენი ხელნაწერების ფონდი მოიცავს ათონის მთის, სინას მთის, იერუსალიმის მართლმადიდებული საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა კოლექციებს, ასევე ცალკეული ხელნაწერების მიკროფილმებს პეტრიწონის მონასტრიდან, ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკიდან, ნეაპოლის ბიბლიოთეკიდან, ბრიტანეთის მუზეუმიდან.

ხელნაწერთა ასლების ელექტრონული არქივის შექმნისას გამოვიყენეთ   მსოფლიოში აღიარებული პროგრამული  სისტემა  Dspace, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრული რესურსების ხანგრძლივ დაცვას და შენახვას.

იგი  2002 წელს მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში შეიქმნა და დანერგილია მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის ბიბლიოთეკებში. (მაგ. კემბრიჯის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი

ჩვენს მიერ განთავსებული მასალის აღსაწერად გამოყენებულია მეტამონაცემების  საერთაშორისო სტანდარტები (უნიკოდი, დუბლინ კორი).

Dspace–ს  გააჩნია მოქნილი საძიებო სისტემა, რომლის საშუალებითაც ძიება ხდება ავტორის, თემატიკის, სათაურის, საკვანძო სიტყვების მიხედვით და ეძებს ტექსტებში.

მკვლევართათვის ამ უნიკალური წყაროების ხელმისაწვდომობისა და მათი დაცვის მიზნით მიმდინარეობს ამ ხელნაწერთა დიგიტიზაცია. აღსანიშნავია, რომ იმ სამეცნიერო თუ კულტურულ ცენტრებში საიდანაც მასალა არის მიღებული, მიკროფირები ჯერ არ არის გაციფრებული, ამ მხრივ ჩვენ პირველები ვართ.  

ჩვენი გაციფრებული მასალის განთავსებით   dspace-ზე ქართული ხელნაწერი მთელ მსოფლიოში ხელმისაწვდომი გახდება. 

ასევე ჩვენს ბიბლიოთეკაში ხორციელდება წიგნების კატალოგიზაცია, ამისათვის გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა  -კოხა, რომელიც გაადვილებს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების მოიძიებას.