Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ჩვენ ქვის ხანისდროინდელ სიტყვებს ვიყენებთ?

www.science-et-vie

15000 წლის წინ ევროპაში მცხოვრები ჩვენი წინაპრების მიერ ხშირად გამოყენებულმა არაერთმა სიტყვამ, როგორიცა „მე“, „შენ“, „ჩვენ“, ან თუნდაც „ადამიანი“ დროში მოგზაურობას გაუძლო და დღესაც უცვლელი ფორმით იხმარება მრავალ თანამედროვე ენაში.

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას ამტკიცებს ევოლუციის ბიოლოგიის პროფესორის, მარკ პაჟელის (რიდინგის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც 6 ივნისს გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში. ამ შედეგის მისაღწევად მარკ პაჟელმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს სტატისტიკური მოდელები, რომლებმაც მათ საშუალება მისცა, დაედგინათ, რომ ენაში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები ავლენდნენ უფრო მდგრად ხასიათს სივრცესა და დროში უცვლელობის კუთხით, ვიდრე უფრო იშვიათად გამოყენებადი სიტყვები. ამ კვლევის მიხედვით, ხშირად მოხმარებადი სიტყვები მხოლოდ მცირედ ცვლილებას თუ განიცდიდნენ ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, და ეს ხანგრძლივობა შეიძლება 10-და 15 მილიონ წელსაც კი გულისხმობდეს.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science-et-vie.com/

სამეცნიერო წყარო: M. Pagel, Q. D. Atkinson, A. S. Calude, A. Meade. Ultraconserved words point to deep language ancestry across Eurasia. Proceedings of the National Academy of Sciences, 2013; DOI: 10.1073/pnas.1218726110