Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თეატრალური პრემია „დურუჯის“ ნომინანტების „მოკლე ნუსხა“

a946de0a38c1

თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატების გამოვლენამდე კანდიდატების „მოკლე ნუსხა“ გამოცხადდა. „დურუჯი“, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრალური დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ „ცისკრისა“ და კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით უკვე მეხუთედ იმართება. წელს პრემიაზე საბუთების წარდგენის ვადა 31 მარტს ამოიწურა. სულ შემოტანილ იქნა 34 განაცხადი. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 2 თვის განმავლობაში აფასებდა.  

„მოკლე ნუსხა“ შედგა პრემიის თითოეული ნომინაციისთვის. „დურუჯი“ 2012-2013 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:

ნომინაციაზე „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“ განიხილებიან:

1.  ლევან წულაძე 

„როგორც გენებოთ“

უილიამ შექსპირი

კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. დავით დოიაშვილი 

„(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“

უილიამ შექსპირი

თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

3. გიორგი თავაძე

„კინკასის უცნაური გარდაცვალება“

ჟორჟ ამადუ

კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ნომინაციაზე „საუკეთესო მსახიობი ქალი“ განიხილებიან:

1. ანა ალექსიშვილი

„(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“

უილიამ შექსპირი

რეჟისორი - დავით დოიაშვილი

თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

2. ანი ალადაშვილი

„სათამაშო პისტოლეტი“

თამარ ბართაია

რეჟისორი - გიორგი შალუტაშვილი

პროფესიონალთა ჯგუფი

3. მარინა სოლომონია

„კინკასის უცნაური გარდაცვალება“

ჟორჟ ამადუ

რეჟისორი - გიორგი თავაძე

კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ნომინაციაზე „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ განიხილებიან:

1. ჯანო იზორია

„Agnus Dei“

ა.ს. პუშკინის „მოცარტი და სალიერის“ და „ეგვიპტური ღამეების“ მიხედვით

რეჟისორი - დავით ჩხარტიშვილი

კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. არჩილ სოლოღაშვილი

„(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“

უილიამ შექსპირი

რეჟისორი - დავით დოიაშვილი

თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

3. ბაჩო ჩაჩიბაია

„კარმენი“

პროსპერ მერიმე

რეჟისორი (დამდგმელი ქორეოგრაფი) - კონსტანტინე ფურცელაძე

თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

ნომინაციაზე „საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი“ განიხილებიან:

1. თამარ ბართაია

„სათამაშო პისტოლეტი“

რეჟისორი - გიორგი შალუტაშვილი

პროფესიონალთა ჯგუფი

2. გულნარა წიკლაური

„აღსარება“

რეჟისორი - დავით მღებრიშვილი

ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი

3. დავით გაბუნია

„საპნის ოპუსი“

მიხეილ ჩარკვიანი

ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ნომინაციაზე „საუკეთესო სცენოგრაფი“ განიხილებიან:

1. ვახო ბარდაველიძე

„თოვლის დედოფალი“

ჰანს ქრისტიან ანდერსენი

რეჟისორი - ციცინო კობიაშვილი

კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. ანკა კალატოზიშვილი

„მაგიის საოცრებანი“

რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობების მიხედვით

რეჟისორი - გიორგი თავაძე

ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი

3. თამარ ოხიკიანი

„აღსარება“

გულნარა წიკლაური

რეჟისორი - დავით მღებრიშვილი

ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი

ნომინაციაზე „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“ განიხილებიან:

1. მიხეილ ჩარკვიანი

 „კატცელმახერი“

რაინერ ვერნერ ფასბინდერი

სამეფო უბნის თეატრი

2. მიხეილ ჩარკვიანი

„საპნის ოპუსი“

დავით გაბუნია

ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

„მოკლე ნუსხაში“ მოხვედრილი კანდიდატების სია 11 ივნისიდან განთავსდება ვებგვერდებზე: www.redix.ge, www.24saati.ge, www.fortuna.ge და გაზეთში „24 საათი“.

თეატრალური პრემია „დურუჯის“ პარტნიორია კომპანია „რედიქსი“; საინფორმაციო მხარდამჭერები – ტელეკომპანია „რუსთავი 2“, გაზეთი „24 საათი“, რადიო „ფორტუნა“; მხარდამჭერები – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბანკი რესპუბლიკა“, ველნესცენტრი „კლუბი 71“, სასტუმრო „კაბადონი“, „ჯეოსელი“, „სამოსელი პირველი“, KEUNE, გამომცემლობა „დიოგენე“, საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ბაკარა“, „ისი-პარი“, „ფრეზია“, „ირაკლი წულაძე ქანდაკება“.