Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სასკოლო კონკურსის ფინალისტები დაჯილდოვდნენ

DSC_4215
ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ სასკოლო კონკურსის 40-მდე ფინალისტს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სერტიფიკატები და სასაჩუქრე ბარათები გადასცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ექვთიმე თაყაიშვილის  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის  ორი სახის კონკურსი გამოაცხადა: პროექტების კონკურსი - „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსი.

კონკურსების მიზანს წარმოადგენდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების წახალისება. ასევე, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითრების ხელშეწყობა.

ორივე კონკურსის ფარგლებში 400-ზე მეტი ნაშრომი შემოვიდა.  სამინისტროში შექმნილმა კომისიამ გამარჯვებული პროექტები და ბლოგები გამოავლინა. თითოეული გამარჯვებული მოსწავლე (სულ 30) დიპლომებითა და წიგნის მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა, ხოლო 9 მოსწავლეს  წამახალისებელი სეტიფიკატი გადაეცა.

http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4672