Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

პედაგოგთა შვებულება

DSC_4352

საჯარო სკოლების პედაგოგთა ანაზღაურებად შვებულებასთან დაკავშირებული სიახლე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ თბილისის საჯარო სკოლების 80-მდე დირექტორს თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ორგანიზებულ შეხვედრაზე გააცნეს.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ“ ბრძანებაში, რითაც  პედაგოგთა ანაზღაურებადი  შვებულება არანაკლებ ორი თვის (40 სამუშაო დღე) ვადით განისაზღვრა და პედაგოგები შესაბამის ანაზღაურებას შვებულებაში გასვლის წინ მიიღებენ.

ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად, ექსტერნის გამოცდები, საშემოდგომო გამოცდები და ა.შ.) განსხვავებული საშვებულებო ვადა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დადგინდება. მიმდინარე წლიდან, მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი შვებულებით ივლისის დასაწყისიდან ისარგებლონ და სკოლაში არაუგვიანეს ორი სექტემბრისთვის გამოცხადდნენ.

აქამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, მასწავლებლებს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით ეძლეოდათ. შესაბამის ბრძანებაში შესული ცვლილების საფუძველზე კი, პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ ზაფხულის პერიოდში ორთვიანი შვებულებით ისარგებლონ და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი ანაზღაურება შვებულებაში გასვლის წინ მიიღონ.

http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4675