ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში | ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში | ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში |
კუმისის სკოლას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა
გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის საჯარო სკოლას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, უმცროსი ლეიტენანტი ბეგიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა.
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, მამაცობისა და თავგანწირვისათვის, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ზურაბ ბეგიაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
საომარი მდგომარეობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისათვის, ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ასევე, მიიღო მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“.
გარდაცვლილ სამხედრო ექიმის ოჯახთან
შეთანხმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და კუმისის საჯარო სკოლის
ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლას გმირი თანასოფლელის ზურაბ ბეგიაშვილის სახელი
მინიჭებოდა. ქართველი სამხედრო ექიმი ამავე სკოლაში 1986-1996 წლებში სწავლობდა.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება