Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რობოტი, რომელიც კატასავით დარბის

ეს არის პატარა ლეოპარდი, მართვადი ოთხფეხა რობოტი.

მიუხედავად იმისა, რომ მას თავი არ აქვს, მაინც შესაძლებელია გარჩევა იმისა, თუ რომელი ცხოველია: ეს რობოტი, ერთმნიშვნელოვნად, კატის მსგავსად შეიქმნა. EPFL-ის (ტექნოლოგიის შვეიცარული ფედერალური ინსტიტუტი) ბიორობოტების ლაბორატორიაში შექმნილი "ლეოპარდის ბოკვერი" - მცირე ზომის ოთხფეხა პროტოტიპი რობოტი აღწერილია რობოტების კვლევის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში.

დასაწყისისათვის, აღნიშნული რობოტის შექმნის მიზანია კვლევის წახალისება და ხელშეწყობა ბიომექანიკის დარგში. მის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ფეხების დიზაინი, რაც მის ზედმიწევნით სისწრაფეს და სტაბილურობას განაპირობებს. ამ კონცეფციის მიხედვით შექმნილი რობოტების გამოყენება შესაძლებელია სამძებრო, სამაშველო მისიებში, ან გამოკვლევებში.

აღნიშნული რობოტი ყველაზე სწრაფია მისი კატეგორიის - ნორმალური სიჩქარის მქონე, 30 კგ-ზე ნაკლები წონის ოთხფეხა რობოტებთან შედარებით.  ტესტირების დროს მან გამოავლინა შესაძლებლობა, ერბინა საკუთარ წონასთან შეფარდებით წამში შვიდჯერ უფრო სწრაფად. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი კატის მსგავსად მოქნილი არაა, მას მაინც გააჩნია ავტო-სტაბილიზაციის თვისებები სრული სისწრაფით სირბილის დროს, ან სხვადასხვა შემაფერხებელი დაბრკოლების გადალახვისას.

ვრცლად: SPACE DAILY