Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი

5d644d12372a

შველიძე, თინათინ; სარალიძე, თამარ; სარალიძე, ნიკოლოზ; მოხევიშვილი, ლია. ჰემატოლოგიის ატლასი/მთ. რედაქტორი თინათინ შველიძე .
ISBN 978-99940-0-683-0
წიგნი სათაურით “ჰემატოლოგიის ატლასი. დიაგნოსტიკა კლინიკურ  გამოვლინებამდე. ონკოლოგია, იმუნოლოგია, ტრანსპლანტოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, ინფექტოლოგია” (თბილისი. 2013 წ., პირველი გამოცემა, ზომა A4, ყდა - მაგარი) წარმოდგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე, შეიცავს  208 გვ, 295 ილუსტრაციას, მათ შორის 266 ორიგინალურ მიკროფოტოს (ფერადი   - 222 და შავ-თეთრი– 44), 24 ელექტრონოგრამას და 5 დიაგრამას.
ატლასში წარმოდგენილია პერიფერიული სისხლის, ძვლის ტვინის, თავზურგტვინის და პლევრო-პერიტონეალური სითხის უჯრედების მორფოლოგია სინათლისა და ელექტრონული მიკროსკოპით სარგებლობის დროს. წიგნში მოცემულია როგორც სტრომული, ისე ჰემოპოეტური უჯრედები და ჰემოპოეზი ჯანმრთელებში, ჰემატოლოგიური და არაჰემატოლოგიური  დაავადებების დროს; აღნიშნულია უჯრედების მორფოლოგიური თავისებურებანი ლეიკემია-ლიმფომების სხვადასხვა ფორმებისა და სიმსივნური მეტასტაზების შემთხვევებში. ნოზოლოგიები მითითებულია ჰემოპოეტური და ლიმფოიდური ქსოვილის სიმსივნეთა თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით (მჯო 2008).
აღნიშნული ატლასის  ანალოგი მსოფლიო  ლიტერატურაში არ არსებობს, რადგანაც მასში წარმოდგენილია ავტორთა მიერ შემუშავებული ძვლის ტვინის, პერიფერიული სისხლის, თავზურგტვინის, პლევრალური და პერიტონეალური სითხის უჯრედების კულტივირების ორიგინალური მეთოდების  გამოყენებით 50 წლის განმავლობაში მიღებული მასალა. აღსანიშნავია, რომ კულტივირების პირობებში უჯრედები არა მხოლოდ ინარჩუნებენ მათთვის დამახასიათებელ მორფო-ფუნქციურ თავისებურებებს, არამედ ხშირად მათი ციტომორფოლოგია უკეთ არის წარმოდგენილი, ვიდრე ნატიურ პრეპარატში.
კულტივირების აღნიშნული მეთოდები გამოირჩევა მაღალი ინფორმატულობით დიაგნოსტიკისთვის რთულ შემთხვევებში, საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პათოლოგიური კლონი ავთვისებიანი პროცესის არსებობის შემთხვევაში და ხელმისაწვდომია ყოველდღიურ პრაქტიკაში სარგებლობისთვის.                                    
ატლასში წარმოდგენილია ამ მეთოდების გამოყენების მნიშვნელობა ლეიკემია-ლიმფომების, მიელოდისპლაზიური სინდრომის (მდს), ბიფენოტიპური და ბილინეალური ლეიკემიების რთულად სადიფერენციაციო შემთხვევებში, აგრეთვე მინიმალური რეზიდუალური დაავადების,  მწვავე ლეიკემიის რეციდივის, მდს-ის დროს მოსალოდნელი მწვავე ლეიკემიის განვითარების დროული დიაგნოსტიკისა და ავთვისებიანი უჯრედების მეტასტაზის გამოსავლენად ძვლის ტვინში, სისხლში, თავზურგტვინის, პლევრალურ და პერიტონეალურ სითხეებში.
წიგნში მოცემულია ადამიანის ლეიკოციტების კულტურაში მაკროფაგ-ლიმფოციტური როზეტების წარმოქმნის ფენომენის შესწავლის შედეგები და მისი მნიშვნელობა იმუნოკონფლიქტის დიაგნოსტიკისა და იმუნომოდულატორული თერაპიის ჩვენებისა და ეფექტურობის განსაზღვრისთვის, რაც საშუალებას იძლევა ეს მეთოდი გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროფილის კლინიკაში (ტრანსპლანტოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, ალერგოლოგია, რევმატოლოგია, აუტოიმუნური დაავადებები).
ატლასში წარმოდგენილია  აგრეთვე ადამიანის ლეიკოციტების კულტურაში (ავტორთა მიერ შემუშავებული მეთოდით) უჯრედშიდა ბაქტერიის - Chlamydia trachomatis  გამრავლების შედეგად უჯრედებში გამოვლენილი ჩანართები  სინათლის მიკროსკოპით გადაღებულ მიკროფოტოებზე და ელექტრონოგრამებზე. აღნიშნული მეთოდი წარმატებით გამოიყენება Chlamydia trachomatis ინფექციის სადიაგნოსტიკოდ ლატენტურად მიმდინარე და/ან რთულად სადიაგნოსტიკო შემთხვევებში როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებსა და ახალშობილებში.
წინამდებარე გამოცემა საინტერესოა და მნიშვნელოვანი მედიკოსებისა და ბიოლოგების ფართე წრისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს კლინიცისტებს, სტუდენტებს, პათოლოგ-ანატომებს და მეცნიერ-მუშაკებს, რომლებიც მოღვაწეობენ შინაგანი მედიცინის, ჰემატოლოგიის, ონკოლოგიის, იმუნოლოგიის, ტრანსპლანტოლოგიის, მეანობა-გინეკოლოგიის, ინფექტოლოგიის, ფარმაკოლოგიისა თუ უჯრედის ბიოლოგიის შესწავლის მიმართულებით.

 E-mail: tamar.saralidze@gmail.com     2-22-11-47; 555 22 11 47
 E-mail: tinatinshvelidze@yahoo.com     2-37-58-90