Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ტრანსფორმირებადი კრისტალი, რომელიც წნევის მოქმედებით ფართოვდება

კრისტალი წნევის ზეგავლენით ფართოვდება ოქროს ატომების სპირალური, ზამბარისებური განლაგების გამო (ყვითელი). სურათზე ნაჩვენები სხვა ატომებია თუთია (ლურჯი), ნახშირბადი (ნაცრისფერი) და აზოტი (იასამნისფერი).

ახალი, ნახევრად გამჭვირვალე კრისტალი, რომელიც შეიცავს ოქროს, თუთიას და ციანიდს, ისეთი თვისებების მქონეა, როგორიც სხვა ნივთიერებებს არ გააჩნიათ: წნევის ქვეშ იგი, შეკუმშვის ნაცვლად, ფართოვდება.

ბევრი ჩვეულებრივი მასალა ყოველი მხრიდან წნევის ზეგავლენის შემთხვევაში იკუმშება. ახალი კრისტალის მოულოდნელი შეკუმშვის საწინააღმდეგო რეაქცია განპირობებულია ოქროს ატომების ზამბარისებური განლაგებით მის ექვსკუთხა სტრუქტურაში. როდესაც ზამბარები იკუმშება, კრისტალი 10 პროცენტით ფართოვდება - ცვლილება შესამჩნევია იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერები მის ნატეხს მიკროსკოპის ქვეშ მოათავსებენ.

ენდრიუ გუდვინმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნული კრისტალი ჟურნალ - Nature Materials-ში აღწერეს.

წყარო:
Wired Science