შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო კონკურსს აცხადებ
ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი)და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2013 წლის საგრანტო კონკურსი.
საგრანტო კონკურსის მიზანია: შესაძლებლობა მიეცეს ქართველ სტუდენტებს, ესტუმრონ მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრს გამოცდილების მისაღებად და ჩაატარონ უახლესი დონის კვლევები როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით და ხელი შეუწყოს JÜLICH-ს, საქართველოს უნივერსიტეტებიდან მოიზიდოს საუკეთესო სტუდენტები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის საჭირო კვლევების განსახორციელებლად, რაც ემსახურება ქართული სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.
ვრცლად: http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...
- Login to post comments