Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

პერსონალური კომპანიონი-რობოტი ხანშიშესულთათვის

მთელს ევროპაში წარადგინეს მეტად მოსახერხებელი კომპანიონი-რობოტი, რომელიც ხანშიშესულებს დაეხმარება. იგი ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებული მკვლევარების მიერ არის შექმნილი და სავარაუდოდ, ორ-სამ წელიწადში, ადამიანების ბინებში თავის ადგილს დაიმკვიდრებს, რითიც პოტენციურად, მნიშვნელოვნად გაზრდის ხანშიშესულთა და მახსოვრობისა, თუ მოძრაობის პრობლემების მქონე მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხს.

მობილურ ბორბლებიან, ნახევრად ჰუმანოიდური გარეგნობის კომპანიონ-რობოტს, რომელიც აღჭურვილია კამერებით, აუდიო და სენსორული ეკრანის მქონე ინტერფეისით, შეუძლია მომხმარებლებისთვის სასურველი სასმელის შეთავაზება; ცოტა ხნით სასეირნოდ, ან მეგობრებთან წასვლის, ასევე, მედიკამენტის მიღების შეხსენება. მას, აგრეთვე, შეუძლია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხარისხის შემოწმება, ხოლო რამე ცდომილების შემთხვევაში, საგანგებო სამსახურისთვის შეტყობინების გაგზავნა.

ვრცლად: Science Daily - Science News

წყარო: CORDIS