Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

როგორ შეუძლია ჟესტებით მართვას ყველაფრის შეცვლა (ტექნოლოგიების მიმოხილვა)

დისტანციური მართვა

გამომგონებელთა ჯგუფმა უკვე შექმნა პროგრამა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საშუალებას, აკონტროლოს ნამდვილი საფრენი აპარატი გაწვდილი ხელის მარტივი მოძრაობებით - ბრუნვითი, მოქნევითი და გადახრის იმიტირებით. ამგვარი აპლიკაციები, უმეტესწილად, უპილოტო ვერტმფრენებისთვის გამოიყენება. თუმცა, NASA-ს ინჟინრებმა, ეხლახანს, იგივე ტექნიკით ისარგებლეს სააგენტოს 2000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების, საპლანეტო ფრენისათვის განკუთვნილი როვერის - Athlete-ის მართვისათვის.

 

 

რობოტი – ქირურგი

01 მილიმეტრამდე სიზუსტის, სწრაფი მოძრაობების მქონე მოწყობილობა ექიმებს საშუალებას უქმნის, რობოტის ხელების მანიპულირებით აწარმოონ ქირურგიული პროცედურები. იგი აგრეთვე, საშუალებას სთავაზობს, დისტანციურად უმკურნალონ პაციენტებს, რაც განსაკუთრებულად საჭიროა საბრძოლო ოპერაციების ზონაში მყოფი ჯარისკაცებისთვის, ან კოსმოსში – ასტრონავტებისთვის. რობოტის ხელების ზუსტი მანიპულირებისა და დისტანციური მართვის შესაძლებლობამ სხვა დეტალური, ან დისტანციური სამუშაოების შესრულებაც შეიძლება განახორციელოს – მაგალითად: საბრძოლო ვერტმფრენის შეკეთება მსოფლიოს სხვა ნაწილში.

 


3-განზომილებიანი დიზაინი

დევიდ ჰოლცის 3-განზომილებიანი კომპიუტერული ავტომატიზირებული პროექტირების წარუმატებლობა სტიმული აღმოჩნდა სწრაფი ნახტომისებრი მოძრაობისათვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია პირველ ეტაპზე თანამშრომლობას აწარმოებს პროგრამების პროექტირების კომპანია – Autodesk-თან. პროგრამაში ჩართვით მომხმარებლები შეძლებენ 3-განზომილებიანი მოდელის პროექტირებას.

 

უსაფრთხოება

პაროლზე დაფუძნებული კომპიუტერული უსაფრთხოების მზარდი საჭიროების გამო, კომპიუტერული პროგრამისტები ეძებენ ბიომეტრიული უსაფრთხოების ახალ სისტემებს. თუმცა, ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა თვალის გარსის სკანირება, მეტისმეტად ძვირია. Battelle-ის სახელწოდების კომპანიამ შექმნა პროგრამა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ამოცნობა მისი ხელის ფორმისა და მოძრაობის საფუძველზე. აღნიშნული პროგრამით აღჭურვილ მოწყობილობას ადამიანის ამოცნობა შეუძლია სენსორზე მხოლოდ ხელის მარტივი მოძრაობით.


ჟესტიკულაციური კონტროლის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ პირდაპირი ინტერაქცია კომპლექსური წარმოსახვითი ვიზუალიზაციით. ამგვარად, მათ შეუძლიათ ქიმიური ნივთიერებებისა და დნმ-ის მოდელირება; კოსმოსის კვლევა (სპეციალური პროგრამა Exoplanet უკვე სთავაზობს კვლევის წარმოების შესაძლებლობას). მათ აგრეთვე, ადვილად შეუძლიათ მონაცემთა წარმოსახვითი ვიზუალიზაციის მანიპულირება სხვადასხვა სცენარების გამოსაცდელად. ვირტუალური კვლევის მეშვეობით, ემპირიული ხარისხის მისაღწევად, ჟესტიკულაციური კონტროლი ყველაზე აბსტრაქტულ კონცეფციასაც კი რეალურს, ან ინტუიტიურს გახდის.

ვრცლად: popsci