Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დავითის 8 მილიონი

b5098af97225

 იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ მიქელანჯელოს დავითი მთელი ქვეყნის საკუთრებაა და არა მხოლოდ ფლორენციის, - წერს „გარდიანი“. ამ განცხადების საფუძველია დასკვნა, რომელიც სილვიო ბერლუსკონის მიერ რომიდან ფლორენციაში წარგზავნილმა იურისტებმა არქივების შესწავლის შემდეგ გამოიტანეს. მიქელანჯელომ დავითის ხუთმეტრიან ქანდაკებაზე მუშაობა 1504 წელს დაასრულა. ამის შემდეგ დავითი სინიორიის მოედანზე, ძველი სასახლის წინ დადგეს და ის ფლორენციის რესპუბლიკის სიმბოლო გახდა. 1837 წელს შედევრი ნატიფი ხელოვნების აკადემიის შენობაში გადაიტანეს. იურისტები წერენ, რომ ფლორენციის რესპუბლიკის (1115-1532) სამართალმემკვიდრე არის არა ამჟამინდელი ფლორენცია, არამედ იტალიის ხელისუფლება. ფლორენციის მერი, მატეო რენცი აპროტესტებს რომაელების მოსაზრებას: „როცა 1871 წელს იტალიის დედაქალაქი რომი გახდა, გაიცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ძველი სასახლე, თავისი ქონებით გადავიდა ფლორენციის მფლობელობაში. მის ქონებაში იგულისხმება დავითის ქანდაკებაც.“ მერმა ასევე დასძინა, რომ რომიდან ფლორენციაში ჩასულ იურისტებს აგვისტოში საქმე გამოლევიათ. ფლორენციელის მიერ დაცინული რომაელები ამ განცხადებასაც პასუხობენ. მათი თქმით, რენცის მიერ დასახელებულ განკარგულებაში მიქელანჯელოს დავითი ნახსენები არ ყოფილა. ამას გარდა, მათივე აზრით, ქალაქმა არ დაადასტურა თავისი უფლება ამ ქანდაკებაზე, მაშინ, როცა ის აკადემიაში გადაიტანეს. ალბათ ლოგიკურად იბადება შეკითხვა, თუ რა აქვს გასაყოფი ფლორენციასა და რომს. რატომ დაობენ იმაზე, რაც არა მხოლოდ ფლორენციისა და რომის, არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიშანია. მაგრამ გასაყოფი არის და ეს არის ფული. ცნობილია, რომ ყოველწლიურად, მხოლოდ დავითის სანახავად დამთვალიერებელი ფლორენციაში 8 მილიონ ევროს ტოვებს.