Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლინჩის ლითოგრაფიები

d5e98312b743

 საფრანგეთის ქალაქ გრავლინის ერთ-ერთ მუზეუმში დევიდ ლინჩის ლითოგრაფიების გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ იუწყება ფრანგული ArtInfo. გრაფიკული სერია სახელწოდებით „Suite de Paris“ ლინჩის მიერ საფრანგეთში შეიქმნა. შესაბამისად, გამოფენის ადგილიც ადეკვატურია. აქამდე კინორეჟისორი, როგორც მხატვრის შესაძლებლობებს მხატვრობაში სინჯავდა ნახატში, ფერწერაში - ზეთსა და აკვარელში, ფოტოგრაფიაში და ხმოვალ ინსტალაციაში. სახვითი ხელოვნებისადმი ინტერესი ლინჩმა ჯერ კიდევ მოზარდობისას გამოავლინა, როცა პენსილვანიის სამხატვრო აკადემიაში ლექციებს ესწრებოდა. „სანამ ფილმების გადაღებას დავიწყებდი, მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი. შეშლილი ვიყავი ფერწერაზე, ზოგადად გამოსახულებაზე.“ - წერს რეჟისორი საექსპოზიციო ტექსტში. „ტვინ პიქსის“ ავტორმა ლითოგრაფიას პირველად 2007 წელს მიმართა. მაშინ კარტიეს ფონდის დირექტორმა რეჟისორს პარიზის ლითოგრაფიის სახელოსნოები მოატარა. მათ შორის აჩვენა ის სახელოსნო, სადაც ანრი მატისი და პაბლო პიკასო მუშაობდნენ. მას შემდეგ ლინჩმა დაახლოებით 100 ლითოგრაფია შექმნა. 2008 წელს მისი პირველი გამოფენა გაიმართა. ამჟამინდელ გამოფენაზე გრაველინში რეჟისორის 62 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა გაგრძელდება 17 ოქტომბრამდე. ამას გარდა, ამავე ქალაქის კიდევ ორ სხვა გალერეაში ნაჩვენები იქნება ლინჩის მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები.