Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

საქართველოს ტექნოლოგიის კომერციალიზაციის ოფისის საგრანტო პროგრამა

საქართველოს ტექნოლოგიის კომერციალიზაციის ოფისის საგრანტო პროგრამა -

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (GRDF), დაინტერესებულ ორგანიზაციებს იწვევს ტექნოლოგიიის კომერციალიზაციის ოფისის საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ფინანსდება DTRA –ს მიერ, ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში #HDთღA1-11-1-0061.

კონკურსი ითვალისწინებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ერთი გრანტის გაცემას გამარჯვებულ უნივერსიტეტში ან კვლევით ინსტიტუტში ტექნოლოგიის კომერციალიზაციის ოფისის დასაარსებლად.

ოფისი უნდა დაეხმაროს ბიოლოგიური მიმართულების კვლევებში ჩართულ ორგანიზაციებს (რომელთა საქმიანობის პროფილი შესაბამისობაშია აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (DITRA) ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP) მიზნებთან) ინოვაციური სამეცნიერო პროდუქტის საბაზრო  ღირებულების შეფასებასა და ამ პროდუქტით კერძო სექტორის დაინტერესებაში.

კონკურსი ჩატარდება ეტაპებად.

პირველადი განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს 2013 წლის 29 ნოემბრისთვის.

კონკურსის დეტალები და პროექტის წარდგენის მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ CRDF Global –ის და  GRDF–ის  ვებგვერდებზე  (http://www.crdfglobal.org/grants-and-grantees/current-funding-opportunit...)  (http://www.grdf.ge/current-funding-opportunities

[შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი]