Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ჰადრონის დიდი კოლაიდერის მონაცემების ღია ხელმისაწვდომობა იგეგემება სამომავლოდ



მკვლევარები ცდილობენ, მათ მიერ მიღებული შედეგები მომავალშიც ხელმისაწვდომი იყოს.

ჰადრონის დიდი კოლაიდერის მონაცემები, როგორიცაა – ჰიგსის ბოზონის დაშლა (სურათზე) – შესაძლებელია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს.

როდესაც ჰადრონის დიდი კოლაიდერი (LHC) ამოქმედდა, მონაცემების ურიცხვი რაოდენობა წარმოიქმნა. მოწყობილობის ოთხი ექსპერიმენტული დეტექტორი, რომელიც შვეიცარიაში, კერძოდ – ჟენევასთან ახლოს, ევროპის ნაწილაკების ფიზიკის ლაბორატორია – CERN-ში მდებარეობს, ყოველწლიურად 25 პეტაბაიტ ინფორმაციას იძლევა.

მონაცემების შენახვა პრობლემას არ არის: გამოწვევას წარმოადგენს იმ ცოდნისა, თუ გამოცდილების შენარჩუნება, რომელიც ჩვეულებრივ, ნაკლებად ინახება, ისეთი, როგორებიცაა – კომპიუტერული პროგრამა, ალგორითმები, თითოეული ექსპერიმენტის სპეციფიური გეგმიური მონახაზი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილთაგანი, ხშირად, დროთა განმავლობაში გარდაიქმნება, ან სრულიად იკარგება, როგორც აცხადებს საფრანგეთის, კერძოდ, მარსელის ნაწილაკების ფიზიკის ცენტრის წარმომადგენელი – კრისტინელ დიაკონუ, რომელიც ხელმძღვანელობს მაღალი ენერგიის ფიზიკის დარგში გრძელვადიანი ანალიზის საერთაშორისო მონაცემთა შენახვის კვლევითი ჯგუფს. იგი ამბობს, რომ თუ ინფორმაციას თანამედროვე მეთოდებით შევინახავთ, 10 წელიწადში შეუძლებელი გახდება მისი გაშიფვრა, მაგალითად თუნდაც ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის აღდგენა.

ვრცლად: nature