პროფესიის არჩევაში მოსწავლეებს კონსულტანტები დაეხმარებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას’’ იწყებს, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის 2014 წლიდან ამოქმედდება. პროგრამის მიზანია სკოლებში პროფკონსულტანტები დაეხმარონ მოზარდებს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და განვითარებაში, რაც საბოლოოდ მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.
სამინისტროს მიერ ინიცირებული ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის’’ განხორციელებას, კერძოდ, პროგრამაში ჩართული კონსულტანტების შერჩევას, მომზადებას, მათი საქმიანობის კოორდინირებასა და მონიტორინგს სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი ახორციელებს. ცენტრში უკვე დასრულდა პროფკონსულტანტების გადამზადების პირველი ეტაპი.
- qetevan-ს ბლოგი
- Login to post comments