Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გარდაიცვალა აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე

jumber-lominadze-140px
გარდაიცვალა ჯუმბერ ლომინაძე – გამოჩენილი ქართველი ასტროფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის წევრი.
ჯუმბერ ლომინაძე დაიბადა 1930 წელს ქ. თბილისში. 1955 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩელიაბინსკ-70-ში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დირექტორის თანამდებობაზე (1992-2000 წწ.), 2000 წლიდან იყო ევგენი ხარაძის სახელობის  აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ფილიალის - პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით დაარსდა საერთაშორისო სკოლა პლაზმურ ასტროფიზიკაში ვარენა-აბასთუმანი და დაინიშნა ამ სკოლის დირექტორად. 
ჯუმბერ ლომინაძე 1988 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 
1990-იან წლებში ჯუმბერ ლომინაძე მეცნიერებათა აკადემიის საბიბლიოთეკო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
ჯუმბერ ლომინაძე დაჯილდოებული იყო სიგელებითა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.